„ნიქსი“ სახლში განადგურდა, „ჰიტმა“ და „თანდერმა“ კვლავ იმარჯვეს, კობის დაბრუნებამ „ლეიკერსს“ ვერ უშველა
გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ოთხი მატჩი გაიმართა.
ნიუ-იორკში „ნიქსმა“ „ბოსტონი“ მიიღო და მოულოდნელად, 41 ქულით დამარცხდა. საუკეთესო „ნიქსის“ რიგებში კარმელო ენტონი იყო, გამარჯვებული გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი ქულა კი კროუფორდმა დააგროვა.
„ნიუ-იორკ ნიქსი“ – „ბოსტონ სელტიკსი“ – 73:114 (11:34, 20:24, 25:34, 17:22)
„ნიქსი“: ენტონი (19 ქ. 5 მ.), სტაუდემაიერი (17 ქ.), უორლდ პისი (12 ქ. 3 მ.), ჰარდუეი (8 ქ. 3 მ.)
„ნიქსი“: კროუფორდი (23 ქ. 7 მ.), სალინჯერი (21 ქ.), ბასი (16 ქ. 8 მ. 3 ჩ.), გრინი (16 ქ. 6 მ.), ბრედლი (13 ქ. 10 მ.), ლი (10 ქ.)
მორიგი გამარჯვება „მაიმი ჰიტმა“ იზეიმა, რომელმაც სტუმრად „დეტროიტ პისტონსს“ 15 ქულით სძლია.
„დეტროიტ პისტონსი“ – „მაიამი ჰიტი“ – 95:110 (21:29, 32:30, 17:32, 25:19)
„პისტონსი“: დრამონდი (19 ქ. 14 მ.), ჯენინგსი (19 ქ. 6 პ. 6 დ.), მიტი (13 ქ.), ჟერებკო (12 ქ.), მონრო (10 ქ. 7 მ.), ბილანუევა (10 ქ.), სინგლერი (10 ქ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (24 ქ. 7 მ. 9 პ. 6 დ.), ალენი (18 ქ.), ბოში (16 ქ. 9 მ.), მეისონი (12 ქ.), ანდერსენი (10 ქ. 5 მ.)
ჰიუსტონში ჩასულმა „მეიჯიკმა“ „როკეტსთან“ 10 ქულით წააგო. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა, ხოლო სტუმართა მხრიდან საუკეთესი დევისი იყო.
„ჰიუსტონ როკეტსი“ – „ორლანდო მეჯიკი“ – 98:88 (28:18, 24:20, 31:23, 15:27)
„როკეტსი“: ჰარდენი (27 ქ. 8 მ. 10 პ.), ჰოვარდი (20 ქ. 22 მ. 3 ბ.), პარსონსი (18 ქ.), ჯონსი (16 ქ. 13 მ. 5 ბ.), ბევერლი (9 ქ.)
„მეჯიკი“: დევისი (18 ქ. 6 მ.), აფლალო (16 ქ. 9 მ.), ნელსონი (!5 ქ. 3 ჩ.), მური (12 ქ. 5 მ.), ნიკოლსონი (11 ქ.)
კიდევ ერთი მატჩი „ოკლაჰომა სიტი თანდერმაც“ მოიგო, რომლის მეტოქეც „ინდიანა პეისერსი“ იყო.
„ოკლაჰომა სიტი თანდერი“ – „ინდიანა პეისერსი“ – 118:94 (28:18, 28:19, 34:32, 28:25)
„თანდერი“: დურანტი (36 ქ. 10 მ. 5 პ.), უესტბრუკი (26 ქ. 7 მ. 13 პ. 5 დ.), ჯექსონი (!5 ქ.), იბაკა (13 ქ.)
„პეისერსი“: ჯორჯი (32 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ჰიბერტი (12 ქ. 9 მ.), უესტი (11 ქ.), სტივენსონი (8 ქ.)
უდიდეს ინტერესს იწვევდა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ტორონტო რეპტორსის“ მატჩი, რომლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ოფიციალურ ცნობილი გახდა, რომ პარკეტზე კობი ბრაიანტი დაბრუნდებოდა.
სამწუხაროდ, ბრაიანტის დაბრუნებამ კალიფორნიელებს არ უშველა – „ტორონტომ“ 12 ქულით გაიმარჯვა.
რაც შეეხება კობის, მან ამ შეხვედრაში 9 ქულის დაგროვება მოახერხა.
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – „ტორონტო რეპტორსი“ – 94:106 (20:30, 27:21, 21:22, 26:33)
„ლეიკერსი“: იანგი (19 ქ.), ჰენრი (17 ქ.), მიკსი (14 ქ.), ჰილი (11 ქ. 8 მ.), შოუნ უილიამსი (10 ქ.), ბრაიანტი (9 ქ. 8 მ. 4 პ. 2 ჩ. 8 დ.), გასოლი (7 ქ. 8 მ.)
„რეპტორსი“: ჯონსონი (32 ქ. 10 მ.), დეროზანი (26 ქ. 5 მ. 5 პ. 3 ჩ.), ლაური (23 ქ. 5 მ. 8 პ. 3 ჩ.), როსი (11 ქ.)