„ნიუ-იორკ ნიქსი“ და „ბოსტონ სელტიკსი“ სახლში დამარცხდნენ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღის პირველი ორი მატჩი გაიმართა.
ნიუ-იორკში „ნიქსმა“ „მემფის გრიზლისი“ მიიღო და 8 ქულით დამარცხდა. საუკეთესო მასპინძელთა შემადგენლობაში კარმელო ენტონი აღმოჩნდა, რომელმაც თავის ანგარიშზე 30 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათი შემადგენლობიდან გამორჩეული შედეგი ზაკ რენდოლფს აქვს – 25 ქულა და 15 მოხსნა.
„ნიუ-იორკ ნიქსი“ – „მემფის გრიზლისი“ – 87:95 (22:25, 18:25, 21:22, 26:23)
„ნიქსი“: ენტონი (30 ქ. 7 მ.), სმიტი (16 ქ. 7 პ. 4 ჩ.), ჰარდუეი (16 ქ.), ჩენდლერი (8 ქ. 6 მ.)
„გრიზლისი“: რენდოლფი (25 ქ. 15 მ. 5 დ.), ალენი (19 ქ. 8 მ.), ბეილესი (11 ქ.), კუფოსი (10 ქ. 9 მ.), დევისი (10 ქ.), კონლი (9 ქ. 8 პ.), ჯონსონი (5 ქ. 8 მ.).
საკუთარ კედლებში „ბოსტონ სელტიკსიც“ დამარცხდა, რომლის მეტოქე „ვაშინგტონ უიზარდსი“ იყო.
„ბოსტონ სელტიკსი“ – „ვაშინგტონ უიზარდსი“ – 99:106 (30:14, 21:30, 25:30, 23:32)
„სელტიკსი“: ბრედლი (26 + 5 მ.), სალინჯერი (22 ქ. 11 მ.), გრინი (13), ბასი (11 ქ. 11 მ.), კრუფორდი (11 ქ. 8 პ. 5 დ.)
„უიზარდსი“: არიზა (27 ქ. 8 მ.), უოლი (20 ქ. 9 პ. 6 ჩ.), გორტატი (13 ქ. 11 მ. ქ. 4 ბ.), ნენე (13 ქ. 8 მ. 5 პ.), სერაფინი (13 ქ. 6 მ.).