„ნიუ-იორკ ნიქსმა“ მაიკ ვუდსონი გაათავისუფლა
„ნიუ-იორკ ნიქსის“ ტვიტერის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მაიკ ვუდსონი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.
„მაიკ ვუდსონს და მთელ სამწვრთნელო შტაბს დიდ პატივს ვცემთ. 2013/14 წლების სეზონში როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს ძალიან გაუჭირდათ და ყველაფერში მხოლოდ ერთი ადამიანის დადანაშაულება სწორი არ იქნება. თუმცა, ვფიქრობთ, ცვლილებების დრო დადგა.
„ნიქსის“ სტრუქტურაში მომუშავე ყოველმა ადამიანმა გაკეთებული სამუშაოსთვის ვუდსონს მადლობა უნდა გადაუხადოს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსუვებთ“, – განაცხადა ნიუ-იორკელთა პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა.
არასრულ სამ სეზონში „ნიქსთან“ ერთად ვუდსონის შედეგმა 109-79 შეადგინა. მიმდინარე სეზონში კი გუნდმა პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილი დაიკავა.
გავრცელებული ინორმაციით, „ნიქსის“ ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელის ძებნა უკვე დაიწყო.
ალექსანდრე მატევოსოვი