„ოკლაჰომამ“ „მაიამი“ დაამარცხა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ გასვლაზე „მაიამი ჰიტს“ შეხვდა და ანგარიშით 94:86 დაამარცხა.
პირველ ნახევარში მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო, რის შემდეგაც სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშზეც აისახა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები კევინ დურანტი და რასელ უესტბრუკი აღმოჩნდნენ, რომელთა მონაგარმაც 19 ქულა შეადგინა. „მაიამის“ რიგებიდან კი დუეინ უეიდი გამოირჩა – მან 18 ქულა დააგროვა.
„მაიამი ჰიტი“ – „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ – 86:94 (27:24, 23:25, 17:23, 19:22)
„მაიამი ჰიტი“: უეიდი (18 ქ. 6 ა.), ბოში (16 ქ. 7 მ.), უაიტსაიდი (10 ქ.), გრეინჯერი (9 ქ.), დენგი (8 ქ.), ანდერსენი (7 ქ. 6 მ.), ჩალმერსი (6 ქ. 3 მ.), ნეინაიარი (5 ქ. 4 მ.), კოული (4 ქ. 4 მ.), უილიამსი (3 ქ.)
„ოკლაჰომა-სიტი თანდერი“: დურანტი (19 ქ. 8 ა. 8 მ. 4 ჩ.), უესტბრუკი (19 ქ. 10 მ. 6 ა. 4 ჩ.), ჯექსონი (16 ქ.), მოროუ (12 ქ.), ადამსი (10 ქ.), იბაკა (9 ქ.), რობერსონი (5 ქ.), უეიტერსი (3 ქ.), კოლისონი (1 ქ.)