„ოლიმპმა“ „ბათუმთან“ მატჩი ოვერტაიმში გადაარჩინა, „დინამომ“ და „სოხუმმა“ ადვილად მოიგეს
დღეს, „ახალ სპორტის სასახლეში“, სუპერლიგის მე-17 ტურის 3 მატჩი შედგა.
ცენტრალურ შეხვედრაში ერთანეთს „ოლიმპი“ და ცხრილის ლიდერი „ბათუმი“ შეხვდნენ. „ოლიმპმა“ ახალი თავკაცის ლეონიდ ივანიტინის თავკაცობით „აკადემიასთან“ მე-15 ტურის გამოტოვებული შეხვედრა მოიგო და წარმატებას დღესაც მიაღწია. „მატჩი ძალიან საიტნერესო გამოდგა და მისი ბედი ოივერტაიმში გაირკვა. „ოლიმპელებმა“ ანაგრიშით 101:97 გაიმარჯვეს. „ბათუმმა“, თავის მხვრივ, ზედიზედ მეორედ წააგო.
შეხვედრის პირველივე მეოთხედი ძალიან შედეგიანი გამოდგა, გუნდებმა ჯამში 7 სამქულიანი ჩააგდეს, აქედან 4 „ოლიმპის“ ანგარიშზეა, თუმცა „ბათუმი“ მეორე მეოთხედის წინ ანგარიშით 28:25 იგებდა. სამაგიეროდ, მეორე მეოთხედში „ოლიმპმა“ სერიოზული ჰანდიკაპი მოიპოვა და დიდი შესვენების წინ მეტოქეს 53:44 ამარცხებდა. მესამე ათწუთიან პერიოდში „ბათუმმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (70:69). ბოლო მეოთხედში სტუმრები მნივნელოვნად დაწინაურდნენ, ბოლო წუთზე „ოლიმპი“ 5 ქულით მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ ერთი წამით ადრე რევაზ როგავას სამქულიანი სროლა ზუსტი გამოდგა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა (90:90), სადაც უკეთესი ივანიტინის გუნდი გამოდგა.
სუპერლიგის კვალობაზე მეტად სანახაობრივ და შედეგიან მატჩში გამარჯვებულთა რიგებიდან 23 ქულით, 7 მოხსნითა და 5 ასისტით საუკეთესო სწორედ რევაზ როგავა იყო. „ბათუმიდან“ შთამბეჭდავი 33 ქულით, 10 მოხსნითა და 2 პასით კრივცოვი გამოირჩა.
ამ გამარჯვებით „ოლიმპი“ ცხრილში მე-6 ადგილზე დარჩა, თუმცა „მგზავრებს“ 1 ქულით მიუახლოვდა. რაც შეეხება „ბათუმს“, უსტიაშვილს გუნდს „დინამოსთან“ ერთად 28 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით, აჭარლები პირველ ადგილზე დარჩნენ.
„ოლიმპი“ – „ბათუმი“ 101:97 (25:28, 28-:16, 17:25, 2021,11:7)
დანარჩენი ორი მატჩის შედეგი:
„დინამო“ – „მგზავრები“ 86:63 (13:17, 24:9, 21:18, 28:19)
„აკადემია“ – „სოხუმი“ 74:89 (19:20, 15:22, , 19:21, 21:26)