,,ოლიმპმა“ ,,მაკაბს” შანსი არ დაუტოვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თარიღი: ოქტომბერი 27, 2013

სუპერლიგის მეორე ტური “ოლიმპისა” და “მაკაბის” მატჩით დასრულდა. დავით თორთლაძის გუნდმა, მიუხედავად რიჩარდ მათიაშვილის დისკვალიფიკაციისა, იოლად დაამარცხა “მაკაბი” – 96:59.

ჯამლეტ და მიხეილ ხუხაშვილების გაწვრთნილმა მაკაბელებმა პირველ ტურში “შსს აკადემიას” სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო წუთებზე, 4 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. დღევანდელ შეხვედრაში კი “ოლიმპს”ვერაფერი მოუხერხეს. თორთლაძის გუნდმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს წარმატების შანსი არ მისცა.

მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველი მეოთხედის ბოლოს გადაწყდა, რომელიც ოლიმპელებმა 19 ქულის სხვაობით – 25:6 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 32 ქულამდე გაზარდეს – 53:21. დომინანტი გუნდიდან ვინმეს გამორჩევა ძნელია – ყველამ, ვინც მოედანზე იყო, დამაჯერებლად და შედეგიანად ითამაშა.

“ოლიმპის” 6 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს გადასცდა. საინტერესო შედეგი დააფიქსირა რეზო ათანელიშვილმა: ოლიმპელთა 13-მა ნომერმა 13 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. ბომბარდირი კი 19 ქულის მომგროვებელი გიორგი ხანიაშვილი გახდა. მაკაბელთა შორის 16 ქულა ჰქონდა გიორგი ფერიაშვილს, ლევან რევაზაშვილმა 14 მოაგროვა, ხოლო გიორგი ტეტელაშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

მომდევნო ტურის მატჩები 1 და 4 ნოემბერს გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ნამდვილად არ ველოდეი ამხელა ანგარიშით მოგებას. დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, თუმცა არ დავუკარგავ ბიჭებს შრომას, სწორედ ისინი თამაშობენ და იგებენ და არა მწვრთნელები.  მინდა მათ დიდი მადლობა ვუთხრა, ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა.

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი მწვრთნელი):  მე მატჩის დაწყებამდეც აღვნიშნე, რომ ,,ოლიმპი’’ ძლიერი გუნდია და ჩვენ მხოლოდ თეორიულად შეგვეძლო მათი დამარცხება, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველას წაუვიდოდა თამაში, როგორც ეს პირველ ტურში იყო. თუმცა დღეს მატჩის დასაწყისშივე მივხვდით,  რომ მხოლოდ იღბალი არ წყვეტს ყველაფერს.  ფერიაშვის მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა, სროლები არავის წაუვიდა. ,,ოლიმპს’’ კი ყველაფერი გამოუვიდა და ვულოცავ მათ დამსახურებულ გამარჯვებას. უნდა აღვნიშნო მაიზერ რევაზაშვილის გმირობა, მან დღეს 18–წლამდელთა ჩემპიონატში 64 ქულა გააკეთა, ,,ოლიმპის’’ წინააღმდეგ კი 6 ქულას და 9 მოხსნას მოუყარა თავი. ჩვენი მიზანი სწორედ ასეთი ახალგაზრდების გაზრდაა.

რევაზ ათანელიშვილი(,,ოლიმპი’’):  წინა ტურში წაგებული თამაშის შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება, დღეს მაქსიმალურად მოტივირებულები გამოვედით და დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დავუშვით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება. მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და მომავალშიც ამას ვუსურვებ.

მაიზერ რევაზაშვილი(,,მაკაბი’’): საწყენია, რომ დავმარცხდით, ნამდვილად შეგვეძლო უკეთესად თამაში.  იმედია,  მაყურებელს  ასეთ ცუდ თამაშს აღარ ვაჩვენებთ.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა