ოლიმპმა რუსთავს რევანში აუღო

თარიღი: აპრილი 12, 2014

“ოლიმპმა” და “რუსთავმა” რეგულარულ ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულეს. ბოლო ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ. შედეგს სატურნირი თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა – ნებისმიერ შემთხვევაში რუსთაველები რეგულარულ ჩემპიონატს მე-7 ადგილზე ასრულებდნენ, ხოლო ოლიმპელები – მე-8-ზე.

მიუხედავად ამისა, მატჩს პრინციპულობა არ აკლდა. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი რუსთავში მასპინძლებმა მოიგეს და დავით თორთლაძის გაწვრთნილ “ოლიმპს” მეტოქეზე რევანშის აღება სურდა.

შეხვედრა საინტერესო გამოვიდა. პირველ მეოთხედში მოპოვებული სოლიდური, 13-ქულიანი ლიდერობის მიუხედავად, დიდ შესვენებაზე ოლიმპელები საიმედო  უპირატესობით ვერ გავიდნენ. მეორე პერიოდში ქვემოქართლელებმა იყოჩაღეს და 10-წუთეულის 24:15 მოგებით პირველი ტაიმის ბოლოს ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს – 39:43.

მეორე ტაიმში ოლიმპელები ლიდერობდნენ, რუსთაველები კი ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას, რასაც მატჩის დარჩენილი დრო მოანდომეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდათ. მატჩი ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. ბოლო წუთი რომ დაიწყო, “ოლიმპი” 5 ქულას იგებდა და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა – 74:70.

ოლიმპელთაგან 17 ქულით და 13 მოხსნით რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩა, ნოდარ თენიეშვილის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. “რუსთავში” 17 ქულით რეზო ჩაჩანიძე გამოირჩა, ხოლო გიორგი ყველაშვილმა 15 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.

“ოლიმპი” მეოთხედფინალურ სერიაში “დინამოს” შეხვდება, ხოლო “რუსთავი” – “არმიას”.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მე-7-8 ადგილებზე მყოფი გუნდები ვართ, სხვა გუნდებთან შედარებით ამ ადგილებს ვიმსახურებდით. დღეს უშუალო კონურენტების მატჩი იყო, პრინციპული მეტოქეები ვართ და სასიხარულოა, რომ რეგულარული ჩეპიონატი მოგებით დავასრულეთ.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):  ვთვლი, რომ რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილის დაკავება ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმუმი იყო, არ გვქონია შეკრებებზე წასვლის და მედიკამენტებით მოთამაშეების უზურნველყოფის საშუალებაც კი. თან, 3 წამყვანი მოთამაშე გამოგვაკლდა, ამან სერიოზული გავლენა იქონია. მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. ჩვენს გუნდს მეტი შეეძლო, თუმცა ახლა უკვე მოვემზადებით პლეიოფებისთვის. იმის შანსი გვაქვს, რომ ღირსეული თამაში ვაჩვენოთ.

 

რიჩარდ მათიაშვილი(,,ოლიმპი’’): დღევანდელი მოგება უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გვჭირდებოდა, კარგია, რომ რეგულარული გამარჯვებით დავასრულეთ. უკვე დავიწყებთ მეოთხეფინალებისთვის მზადებას, შევეცდებით, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ვნახოთ, რა გამოვა.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა