ოლიმპმა შსს-ს სერია გაუთანაბრა

თარიღი: აპრილი 4, 2014

„შსს აკადემიასა“ და „ოლიმპს“ შორის მიმდინარე ნახევარფინალურ სერიაში მე-3,  გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სერიის მეორე მატჩი დღეს აკადემიელებს მოუგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 1:1.

წინა მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც დაცვითი ტაქტიკით გამოირჩა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და უფრო მეტ ყურადღებას საკუთარი ფარის დაცვას უთმობდა, რაც ანგარიშზეც აისახა. „ოლიმპმა“ 58:50 გაიმარჯვა.

ცაგარეიშვილის გუნდმა პირველ მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. დაცვაში საიმედოდ მოთამაშე ოლიმპელები სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ – ირაკლი მიქელაძის და ნოდარ გოგოძის შედეგიანობით პირველი მეოთხედი 22:12 მოიგეს და დამაჯერებელი თამაში მეორე პერიოდშიც განაგრძეს.

„შსს აკადემიის“ წევრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ოლიმპელთა საიმედო ზონური დაცვა ვერ დაშალეს და ესე გაგრძელდა ბოლო წუთებამდე. „ოლიმპმა“ უშეცდომოდ ჩაამთავრა თამაში და ისე მივიდა გამარჯვებამდე, ვითარება არ დაძაბულა.

„ოლიმპში“ 15 ქულით ბომბარდირი ნოდარ გოგოძე გახდა, ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. აკადემიელებში 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ შოთა გელაზონიამ დაძლია, რომელმაც ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

„შსს აკადემიასა“ და“ოლიმპს“ შორის სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 8 აპრილს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 12:00 საათზე გაიმართება.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): გუშინდელი დასანანი მარცხის შემდეგ ბიჭებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს. დღესაც მაქსიმალური კონცენტრაცია დაცვაზე გავაკეთეთ, ძალიან ცოტა ბურთი გავუშვით და ამის შედეგად გამოიკვეთა ჩვენი უპირატესობა. მთელი სეზონიდან გამომდინარე, ,,შსს აკადემია’’, რა თქმა  უნდა, ფავორიტად ითვლება, თუმცა პლეი ოფებში სხვანაირი სიტუაციაა და მესამე თამაშში შანსებს 50-50-ზე
შევაფასებდი.

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ვერ ვითამაშეთ და წაგებას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ. მესამე შეხვედრა ყველაფერს გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, ასე იოლად არაფერს დავთმობთ, საბრძოლო განწყობა გვაქვს და ყველაფერი ბოლო მატჩში გამოჩნდება.

ირაკლი მიქელაძე(,,ოლიმპი’’): პირველი წაგებული თამაშის შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინეთ, შეცდომები გამოვასწორეთ და გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, თანაბარი შანსები გვაქვს. რომელი გუნდიც უკეთ იქნება ფსიქოლოგიურად მზად, ფინალშიც ის გავა.

ლერი კვანტალიანი(,,შსს აკადემია’’): მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. მობილიზება გვაკლდა, მოშვებულები გამოვედით თამაშზე და ბევრი შეცდომა დავუშვით. მაქსიმალურად შევეცდებით, დღევანდელი ხარვეზები მომდევნო შეხვედრისთვის გამოვასწოროთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

u-20.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა