ოთარ ფხაკაძემ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაში დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ოთარ ფხაკაძეს ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშზე აკრძალვა მოეხსნა და მან უკვე მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აკრძალვის მიზეზი ფხაკაძის მიერ უნივერსიტეტის გამოცვლა იყო. სტუდენტური ლიგის წესებით, საუნივერსიტეტო გუნდის გამოცვლის შემთხვევაში კალათბურთელზე ეგრედ წოდებული”წითელი მაისურის” პრინციპი მოქმედებს და ის გარკვეული რაოდენობის მატჩებს, ხშირ შემთხვევაში კი მთლს სეზონს ტოვებს.
ოთო ფხაკაძემ გასული სეზონი მთლიანად გამოტოვა, მიმდინარე ჩემპიონატში კი საწყის 7 შეხვედრაში დასვენება მოუხდა. ფრაკაძე ფეირმონტის უნივერსიტეტის გუნდ “ფალკონსში” თამაშობს, რომელიც სტუდენტური ლიგის მეორე დივიზიონში(NCAA 2) ასპარეზობს. “ფალკონსს” 7 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და თავის კონფერენციაში ლიდერთა შორისაა.
ფხაკაძემ “ფეირმონტის” მაისურით პირველი შეხვედრა “აღმოსავლეთ ოჰაიოსთან” გამართა და 114:48 მოგებულ შეხვედრაში 10 ქულა, 4 პასი და 4 მოხსნა მიითალა. ფხაკაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გააtარა. მეორე შეხვედრა “ფალკონსმა” “ბელარმინთან” ჩაატარა და 73:81 დამარცხdა. ფხაკაძე კვლავ სასტარტო იყო, თუმცა შედეგიანობით ვერ გამოირჩა. 15 წუთშ მან 2 სამქულიანი ააცილა.
მომდევნო მატჩს “ფეირმონტი” 4 იანვარს, სტუმრად, ურბანასთან გამართავს.
gbf.ge