ლაშა ტალახაძე: “ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონი დოლარი შემომთავაზა”

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში იმ შემოთავაზებებზე ისაუბრა, რომელიც მას სხვა ქვეყნებიდან ჰქონდა.

28 წლის ძალოსანი ამბობს, რომ მას ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონი დოლარი შესთავაზა.

“როცა სხვა ქვეყნიდან ვინმე რამეს შემომთავაზებდა, იმაზე ვფიქრობდი, თუ სხვა ქვეყნის დროშა როგორ უნდა ამეწია. როდესაც პირველად მოვიგე ოლიმპიადა (რიოში), გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ფინანსური კუთხით, ნაკლები დაფასება მქონდა. მაშინ შემოთავაზებები მივიღე. ყოველთვის უარს ვამბობდი.

ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონ დოლარამდე შემომთავაზა, რომ მათთან გადავსულიყავი. ეს წინადადება რიოს ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ მივიღე. ბოლო პერიოდში 5 მილიონი დოლარიც შემომთავაზეს”, – განაცხადა ტალახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა მსოფლიოსა და ევროპის 5-5 გზის ჩემპიონიცაა.

იხილეთ ვიდეო

დონარუმას იტალიაში დაბრუნება სურს

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” კიპერ ჯანლუიჯი დონარუმას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს.

23 წლის მეკარე სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის არის “მილანიც”, თუმცა, იტალიური წყაროს ცნობით, “როსონერი” გუნდში დონარუმას დაბრუნებით დაინტერესებული არ არის.

კიდევ ერთი ვარიანტი ტურინის “იუვენტუსია”. ამ შემთხვევაში მთავარი დაბრკოლება ხელფასია. ტურინელები ფიქრობენ, რომ დონარუმას მაღალი მოთხოვნების დაკმყოფილებას ვერ შეძლებენ.

ჯანლუიჯი დონარუმასა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” იტალიელი მეკარის სატრანსფერო ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს.

დონარუმამ მიმდინარე სეზონში “პარი სენ-ჟერმენის” ფორმით 22 მატჩი ჩაატარა და რვა შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

Like a Boss – როგორი პენალტი გაიტანა გიორგი ჭანტურიამ (ვიდეო)

მართალია, ჭანტურია საერთოდ არ იყო დისციპლინირებული ფეხბურთელი, მაგრამ ნიჭი მას აშკარად ჰქონდა და შესრულებაც მაგრად გამოდიოდა.

იხილეთ ვიდეო:

 

უეინ რუნი ჯერ მხოლოდ იწყებს

უეინ რუნის “დერბი ქაუნთი” ჩემპიონშიპიდან გავარდა. გუნდს ფინანსური პრობლემების გამო 21 ქულა ჰქონდა დაკლებული და ბევრი მცდელობის მიუხედავად, გადარჩენა ვერ შეძლეს. რუნი დღის ბოლოს “დერბის” ფანებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

“ჩვენ მადლობელები ვართ მხარდაჭერის გამო, რასაც მთელი სეზონი ვგრძნობდით. ეს იყო საშინლად რთული, წყეული, დედააფეთქებული პერიოდი. რთული მომენტები ჩვენთვის, თქვენთვის განსაკუთრებით. ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი სცადეს, ყველაფერი გაიღეს. ჩვენდა სამწუხაროდ, გავვარდით, მაგრამ გვაქვს გეგმა, როგორ დავაბრუნოთ კვლავ უკან”

“მანჩესტერის” ლეგენდარული ფეხბურთელი წასვლას არ აპირებს და “დერბიში” დარჩენა სურს, მიუხედავად პრემიერ ლიგიდან რამდენიმე ვარიანტისა.

კრიშტიანო რონალდუს ჩვილი გარდაეცვალა

კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და საზოგადოებას აცნობა, რომ მას და ჯორჯინა როდრიგესს ახლადშეძენილი ტყუპებიდან ერთ-ერთი, ბიჭი დაეღუპათ. საბედნიეროდ, ტყუპისცალი, გოგონა ჯანმრთელადაა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა და მისმა მეორე ნახევარმა გულშემატკივრებს ოქტომბერში გაუმხილეს, რომ ისინი ტყუპებს ელოდებოდნენ.

რონალდუს განცხადება:

“უდიდესი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პატარა ბიჭუნა გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რაც შეიძლება მშობელმა იგრძნოს. ერთადერთი, რაც ახლა გვაძლიერებს, მცირე იმედსა და ბედნიერებას გვაძლევს, ტყუპისცალი გოგონაა. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის.

ჩვენო პატარა ბიჭუნავ, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ყოველთვის გვეყვარები.”

რომელ ნაკრებს უქომაგებს ანჩელოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომელ ნაკრებს უქომაგებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული გუნდის არყოფნის პირობებში.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ. მათ ტურნირის ფინალურ სტადიაზე დიდი ხანია არ უთამაშიათ. კანადა ჩემი მეორე სახლია. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადის ნაკრების მაისურში გამოვეწყობი”, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, იტალიელ სპეციალისტს კანადელი მეუღლე ჰყავს. ანჩელოტის მეორე ნახევარი 62 წლის ბიზნესვუმენი მარიან ბარენა მაკლეი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ კანადის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ბელგიის, მაროკოსა და ხორვატიის ეროვნული გუნდები იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიამ “დინამო ბათუმში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ბრუნუ ფერნანდეში ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში დღეს დილით ავტოავარიაში მოყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა ფეხბურთელის ავტომობილი “პორშე”. ფერნანდეშს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მიღება სრულფასოვანად შეეძლება.

დონარუმას დროის გაყვანის მცდელობა “მარსელთან” მატჩში (ვიდეო)

შევჩენკო: “ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია”

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსი ხალხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

“ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების შემდეგ რუსების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. მე რუსულ პრესასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა თითქმის აღარ მქონდა. თითქოს ვგრძნობდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ მათგან ასეთი ნაბიჯის გადადგმას ბოლომდე ვერ წარმოვიდგენდი. ვერ ვიგებ, რისთვის აკეთებენ ამას, რა მიზნით დაიწყეს ომი?!

ახსნა მიჭირს, მაგრამ ახლა “რუსული სამყაროს” მიმართ ჩემი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ეს არის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ვერაფერი გაამართლებს. ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია.

გამარჯვების, რა თქმა უნდა, მჯერა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ეს ჩვენი მიწაა, ეს ჩვენი სახლია, რომელსაც ვიცავთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვხედავ, რაოდენ მძიმე პერიოდს გავდივართ, თუმცა ჩვენი ხალხის სულისკვეთება მთელ მსოფლიოს შთააგონებს. ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ერთად, ვიყოთ ძლიერები, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ”, – თქვა ანდრეი შევჩენკომ დმიტრი გორდონის გადაცემაში.

პირისპირ – ლაშა ბექაური ილია თოფურიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში თანაგუნდელებთან ერთად ჩამოვიდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ილია და ალექსანდრე თოფურიებთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by Lasha Bekauri (@bekaurilasha)