ზიდანი “პსჟ”-ის წინადადებას განიხილავს

ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი” წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა პრიორიტეტულია.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. ახლა ფრანგი სპეციალისტი კლუბის შემოთავაზებაზე ფიქრობს, თუმცა მას სამწვრთნელო კარიერის განახლების სხვა ალტერნატივაც აქვს. კერძოდ, ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტმა 2021 წლის მაისში მადრიდის “რეალი” დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

ანჩელოტი: “მოდრიჩი კარიერას “რეალში” დაასრულებს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “სამეფო კლუბის” ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის მომავლის შესახებ ისაუბრა.

“მოდრიჩი კარიერას, აქ “რეალში” დაასრულებს. არ ვიცი, როდის, მაგრამ ეს ასე იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთი არის ლუკას და თავად კლუბის პოზიცია.

მოდრიჩს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრობლემა არასდროს ექნება. მე მას პაოლო მალდინის შევადარებ”, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ხორვატი ფეხბურთელი “რეალის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მხარეებს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

ზურაბ მუსელიანის ფანტასტიკური გოლი “მერანის” კარში (ვიდეო)

ქობულეთის “შუქურა” ეროვნული ლიგა 2-ის მორიგ მატჩში მარტვილის “მერანს” 1-0 ამარცხებს. პირველი ტაიმის 38-ე წუთზე კუთხურიდან ზურაბ მუსელიანმა საოცარი გოლი შეაგდო.

იხილეთ ვიდეო:

შოთა არველაძემ “ჰალ სიტის” აკადემიის ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა (ვიდეო)

შოთა არველაძე “ჰალ სიტის” აკადემიას ეწვია და ბავშვებთან ერთად ითამაშა. ლეგენდა სოციალურ ქსელში პატარა ვიდეოს აქვეყნებს.

იხილეთ ვიდეო:

ხვიჩას წასვლის შემდეგ “რუბინი” პრემიერ ლიგიდან ვარდება

ყაზანის “რუბინი” პრაქტიკულად ყველა ლეგიონერმა დატოვა და მათ შორის, ყველაზე მტკივნეულად ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა განიცადეს, რომლის სანაცვლოდაც 15-20 მილიონი ევროს მიღებას ვვარაუდობდნენ.

ლეგიონერების – ჰაკსაბანოვიჩის, დრეიერის და სხვების წასვლის შემდეგ, რომელსაც გვირგვინად კვარას ბათუმში გადასვლა მოჰყვა, “რუბინი” თავის თავს აღარ ჰგავს და ზედიზედ 4 წაგებით, გასავარდნ ზონას უკვე მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

შემდეგი მატჩი ყაზანელებს მოსკოვის “სპარტაკთან” სტუმრად აქვს და წაგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, უკვე მე-13 ადგილზე აღმოჩნდებიან.

ამ ფონზე, საუბარი იყო ლეონიდ სლუცკის გათავისუფლებაზე, თუმცა გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი სლუცკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ლუკა წულუკიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

რუსული “ურალიდან” აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე წამოიყვანა.

გაგნიძე პოლონურ “რაკუვში” წავიდა, წულუკიძე კი “საბურთალოში” დაბრუნდა, სადაც აღიზარდა.

წულუკიძეს არაევროკავშირელის სტატუსის გამო ჯერ “კალსრუეში” ჩაეშალა ტრანსფერი, შემდეგ რუსეთში წასვლიდან 1 კვირაში ომი დაიწყო, ბოლოს კი ისევ საბურთალოში ჩამოსვლა მოუწია.

უცნობია, ბიჭებმა კონტრაქტი შეაჩერეს თუ უკვე გაწყვიტეს.

სად დაიკარგა და რატომ აღარ ჩანს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური?

ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის მთავარი მოქმედი პირი იყო, თუმცა ტოკიოს მერე არცერთ ტურნირზე არ გასულა და როგორც ცნობილია, ჯერჯერობით, სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. მან მხრის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის პერიოდი თითქმის დასრულებული აქვს.

სოციალურ ქსელში ლაშა აქტიურად დებს დარბაზში ვარჯიშის ფოტოებსაც და მთავარ ექიმთან, ზურა კახაბრიშვილთან ერთად დაბრუნებისთვის ემზადება.

მარტის ბოლოს ბექაურმა “ვიღაც ძიუდოს ექსპერტს” ასე მიმართა:  “კომენტარში თავი გაიგიჟა: “ვერ მოუგებს იგოლნიკოვს მასთან ახლოსაც კი ვერ მივა” მაშინ პასუხი არ გავეცი მეთქი,რომ მოვუგებ ფოტოს ჩავუგდებ თქო,მაგრამ მერე გაუჩინარდა…”

მანამდე, მის წონაში ძირითად ტურნირებზე ლუკა მაისურაძე გადის.

კასანო: “ანჩელოტის ძალიან გაუმართლა, მაგრამ ადრე თუ გვიან იღბალი ზურგს შეაქცევს”

იტალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა.

“რეალმა” “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ძალიან ცუდად ითამაშა. ანჩელოტის ძალიან, ძალიან გაუმართლა, მაგრამ ადრე თუ გვიან იღბალი ზურგს შეაქცევს.

“რეალი” არც პრიმერადივიზიონში თამაშობს კარგად. “ბარსელონას” ამ სეზონში ცუდი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ანჩელოტი საკუთარ ფეხბურთელებს კომფორტულ მდგომარეობას უქმნის, მაგრამ არ მახსენდება არცერთი მოთამაშე, რომელიც მისი თავკაცობის პირობებში განვითარდა”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football-Italia.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “რეალმა” “ჩელსი” ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი შეხვედრა “ეტიჰადზე” 26 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩს კი “სანტიაგო ბერნაბეუ” 4 მაისს უმასპინძლებს.

შოთა არველაძის “ჰალს” თავი ქუდში აქვს

ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “კარდიფ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ვეფხვებმა” ჩემპიონშიფში ადგილი საბოლოოდ შეინარჩუნეს.

“ჰალის” უშუალო კონკურენტმა “ბარნსლიმ” გასვლაზე “სუონსი სიტისთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. ამ შედეგის გათვალისწინებით, “ჰალ სიტის” ჩემპიონშიფიდან გავარდნის თეორიული შანსიც გაქრა.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონიდან სამი გუნდი ვარდება: 28 ქულით ბოლო, 24-ე ადგილზეა უეინ რუნის “დერბი ქაუნთი”, რომელსაც ორი ქულით უსწრებს “ბარნსლი”, ხოლო “პიტერბორო იუნაიტედს” 31 პუნქტი აქვს მოგროვებული. “ჰალი” 47 ქულით გათამაშების მე-19 პოზიციაზე არის გამწესებული.

“აი, ეს არის საქართველოსა და ესპანეთის სახელოვანი ვაჟკაცი” – ილია თოფურია ჩამოვიდა

ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა და აეროპორტში მისი დახვედრის, ფანებთან და ოჯახთან შეხვედრის კადრები დადო. ასევე, როგორც ჩანს, ძმას და გუნდის წევრებს საათები აჩუქა.

იხილეთ ვიდეო:

რომან ფიფიას უდიდესი საფეხბურთო ღვაწლი, რომლის დანახვა არავის სურს?!

2013 წელს თბილისის “დინამომ” აკადემია გახსნა, სადაც უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა და ბევრი მათგანი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

მართალია, “დინამო” ფიფიას მფლობელობის პერიოდში ევროტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დანახული და დაფასებული აკადემია, რომელიც თავისი ბაზით, ინფრასტრუქტურითა და მწვრთნელთა დონით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ეროვნულ ნაკრებში აკადემიის აღზრდილი ძალიან ბევრი მოთამაშეა – გიორგი მამარდაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზუკა დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ანრი მექვაბიშვილი.

სხვა საკითხია, რომ მამარდაშვილს “დინამოს” პირველ გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, ირაკლი აზაროვს შანსი არ მიეცა და ახლა “დინამო ბათუმში” ბრწყინავს, ზუკა დავითაშვილი რუსეთში წასვლამდე “ლოკომოტივში” იყო, ხვიჩა კვარაცხელია “რუსთავში” გაუშვეს და ა.შ.

ფაქტია, აკადემიაში ეს მოთამაშეები აღიზარდნენ, მყარი საფუძველი შეექმნათ, თუმცა გაუგონარი მმართველობის გამო, ვერ დაწინაურდნენ და სხვა კლუბებში მოუწიათ წასვლა.

ფიფიამ სწორი მიმართულება აიღო, როცა წლების წინ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა და საჭირო ინვესტიციები ჩადო, მაგრამ მისი შემდგომი განვითარება, წლების განმავლობაში სრულიად მიუხედავი და არაკვალიფიციური გახლდათ.

დღეს აკადემიიდან მთავარ გუნდში ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე, ანრი მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი გვიშიანი, ჯადული იობაშვილი და სხვები არიან.

იმედია, ალექსანდრე რეხვიაშვილის პირობებში ეს ძალიან დიდი პრობლემა მოგვარდება.

რა გამოარჩევს გიორგი მამარდაშვილს ყველა სხვა ქართველი ფეხბურთელისგან?

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” მე-2 გუნდის მეკარედ მივიდა, დღეს კი ლა ლიგაში შეუცვლელად თამაშობს, ძირითადიდან იასპერ სილესენი ამოაგდო, მისი სეივები საუკეთესოდ დასახელდა და რომ არა ის, “ვალენსია” ბოლო ტურში ქულასაც ვერ მოიპოვებდა.

21 წლის მამარდაშვილი ლა ლიგაში პირდაპირ ეროვნული ლიგიდან მოხვდა. ვისაც “ლოკომოტივის” მატჩებისთვის უყურებია, შეუძლია საოცარი განსხვავება დაინახოს, თუ რა უდიდესი პროგრესი განიცადა მეკარემ ამ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო 6 თვეში.

გიორგი ხშირად უშვებდა შეცდომას გამოსვლებზე და  ფეხით თამაშის დროს, თუმცა გოლის გაშვების მიუხედავად, ვერასდროს ნახავდით თავჩამოშვებულს და აქეთ თანაგუნდელებს ამხნევებდა. მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გია ჭიაბრიშვილი სწორედ მისი ამ შემართებით იყო გაოცებული.

სწორედ ეს ჟინი, მოთმინების უნარი და საკუთარ თავში რწმენა გამოიყენა იმ ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც ბორდალასი არ ათამაშებდა, ერთხელ “წონის” გამოც კი განაცხადშიც არ შეიყვანა და თასზე გამოსვლაც სანატრელი იყო.

გიორგი ელოდებოდა, ელოდა მის შანსს და იდეალურად გამოიყენა ყველაზე ზუსტ მომენტში. ეს არის სწორედ მენტალიტეტის თემა. ნებისმიერი ფეხბურთელს, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემები დაწყებოდა, ნაკლებად ევარჯიშა, საქართველოში ჩამოსვლა ან “ვალენსიიდან” წასვლა მოეთხოვა, მაგრამ დარჩა, იბრძოლა და დღეს კი ამის შედეგს იმკის. ეს არის პროფესიონალიზმი.

23 აპრილს, დაახლოებით 1 კვირაში, ესპანეთის თასის ფინალში სწორედ მამარდას ველოდებით და “ვალენსიას” გამარჯვების შემთხვევაში, წლების შემდეგ პირველად მოხდება ისე, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან მაღალი დონის ტურნირის მოგებას შეძლებს.