შოთას “ჰალ სიტიში” მეგობარი დაეხმარება

შოთა არველაძის ასისტენტი “ჰალ სიტიში” ნიდერლანდელი პეტერ ვან დერ ვეენი იქნება.

ვეენი ბოლოს ბელგიურ “ლომელს” წვრთნიდა, მანამდე კი ნიდერლანდების თითქმის ყველა ახალგაზრდული გუნდი მოიარა და 17-წლამდელებთან ერთად 2019 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

გარდა ამისა, კარიერის დასაწყისში “სპარტასა” და “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდებს თავკაცობდა.

პეტერი შოთას ახალგაზრდებთან მუშაობაში დაეხმარება. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბში ქართველი ასისტენტი არ იქნება.

ბათუმის “დინამოს” “დაკარგული” ფეხბურთელი დაუბრუნდა

ბათუმის “დინამომ” 2021 წლის 9 აგვისტოს 27 წლის შემტევი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა და მასთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ტრავმა არ აწუხებდა, ფალავანდიშვილს დღემდე არცერთ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. არ ჩანდა ვარჯიშებში და არც განაცხადში.

როგორც იქნა, გუგამ თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩბში მიიღო მონაწილეობა და ახალ სეზონში “დინამოს” შემადგენლობაში იქნება.

წლების წინ დიდ ტალანტად მიიჩნეოდა…

რამდენ ათას ლარს ჩადებს მამუკა ჯუღელი ქართულ ფეხბურთში?

როგორც იცით, მამუკა ჯუღელი მე-3 ლიგელ ფოთის “კოლხეთში” მივიდა და გუნდი მის ხელმძღვანელობაში გადავიდა.

ჯუღელის კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება აიღო, გუნდში ყოველ წელს მინიმუმ 400 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და “კოლხეთი” სამ წელიწადში უმაღლეს ლიგაში გადაიყვანოს.

გარდა ამისა, სახელმწიფო, თავის მხრივ, ბაზის სრული მოწესრიგებისთვის 470 ათას ლარს გამოყოფს. დაწყებულია უკვე მინდვრის საფარის მოწესრიგების სამუშაოებიც.

როგორი ავტომობილით გადაადგილდება იბრაჰიმოვიჩი მილანში (ფოტო)

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის ქუჩებში სუპერავტომობილით, ფერარი SF90-ით გადაადგილდება. იტალიური მედიის ცნობით, შვედმა ფეხბურთელმა ამ მანქანაში 476 000 დოლარი გადაიხადა.

სენეგალში სადიო მანეს სახელობის სტადიონი შენდება

სენეგალში ახალ საფეხბურთო სტადიონს “ლივერპულის” თავდამსხმელ სადიო მანეს სახელს უწოდებენ.

კვირას, აფრიკის ერთა თასის ფინალურ მატჩში სენეგალმა ეგვიპტის ნაკრები თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი პენალტი სწორედ მანემ გაიტანა, სენეგალის ნაკრები კი აფრიკის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

სტადიონი ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. არენის გახსნა 2023 წელს არის დაგეგმილი.

“დინამოს” ფეხბურთელი ავსტრიის მე-3 ლიგაში ითამაშებს

ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ლუკას გროცურეკი ავსტრიის მე-3 ლიგაში ითამაშებს.

გროცურეკმა “დინამო” სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვა და კარიერას “პირველ ვენაში” აგრძელებს, რომელიც რანგით მე-3 ლიგაშია.

არადა, გროცურეკის დამატება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრანსფერად შეფასდა, მასზე დიდი ავანსები გაიცა, თუმცა ფაქტია, ფეხბურთელმა  ვერ გაამართლა.

მანამდე ლუკაში “კალსრუეში”, გრაცის “შტურმში” და “რაპიდში” ირჯებოდა, ერთი პერიოდი 800 ათას ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ ეროვნულ ლიგაში არ გაუბრწყინია. 28 მატჩში მხოლოდ 2 გოლი და 2 საგოლე პასი.

ავსტრიელი “დინამოს” რიგებში ჩემპიონი გახდა და ავსტრიაში დაბრუნდა.

შოთა არველაძეს “ჰალში” “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი სურს

შოთა არველაძეს “ჰალ სიტიში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის “ბაიერნისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის მოყვანა სურს.

34 ლუიზ გუსტავო 2019 წლიდან “ფენერბაჰჩეში” თამაშობს და HULLdaily-ს ცნობით, შოთა – აჯუნ ილიჯალი ფიქრობენ, რომ მის დარწმუნებას შეძლებენ. სწორედ “ფენერიდან” დაიმატა “სიტიმ” 20 წლის ირანელი თავდამსხმელი, ალაჰიარ საიდმანეში.

გუსტავო ინგლისში არასოდეს უთამაშია, თუმცა “ბაიერნში” 64, ხოლო, ბრაზილიის ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული. იყო “ჰოფენჰაიმისა” და “ვოლფსბურგის” გამორჩეული ფეხბურთელი.

შოთას გუსტავოს სათამაშო გამოცდილება და დაცვითი უნარები სჭირდება.

გორის “დილა” აფრიკელ ფეხბურთელებს იმატებს

გორის “დილა” ის გამორჩეული ქართული გუნდია, რომელსაც საინტერესო ლეგიონერების მოძებნა შეუძლია. “დილაში” ლეანდრო რიბეირო ძალიან მაგრად ათამაშდა და კლუბმა მის სანაცვლოდ საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღო, იგივე შეიძლება ითქვას კამარაზე, რომელიც ახლა თბილისის “დინამომ” იყიდა.

გორელები აქტიურობას კვლავ განაგრძობენ და დემჩენკო 25 წლის სენეგალელ ფორვარდ ჰონორე გომისს იმატებს. გომისს კარიერის დიდი ნაწილი თურქეთში აქვს გატარებული – თამაშობდა “ჰათაისფორში”, “მენემესპორსა” და “უმრანიესპორში”. Transfermartk-ზე 250 ათას ევროდ არის შეფასებული. ჰონორე ბატეფიმბი გომისისა და “ლესტერის” ნამპალის მენდის ბიძაშვილია.

“დილას” თურქულ შეკრებაზე 23 წლის განელი მცველი კვადვო ამოაკო დაემატა. კვადვო 2020 წელს განის ნაკრებში იყო გამოძახებული და ქართული გუნდი მისთვის პირველი უცხოური გამოცდილება იქნება.

მანამდე გორში ოფიციალურად 25 წლის ბრაზილიელი ალვარო ტავარეში მოვიდა. ტავარეში ბოლოს უკრაინულ “ლვოვში” ირჯებოდა და 71 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე პასი გააკეთა.

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში დაწერა.

“მორაგბეები ვერ ხვდებიან რუსეთთან თამაშის დროს 55,000 ადგილიანი დინამოს სტადიონი რატომ შევავსეთ. (მათ, ალბათ, ჰგონიათ რომ ქართული რაგბის კლასის სანახავად).

რაგბში რუსეთის დამარცხება ჩვენთვის პრინციპული და პატრიოტული საკითხია.
თებერვლის თვეში რუსები უნდა ჩამოვიყვანოთ, ვავარჯიშოთ, ვაჭამოთ და გავაძლიეროთ.

შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება. ყველა ის გულშემატკივარიც შემირცხვენია ვინც ამის მერე რაგბის თამაშზე წავა”, – წერს ჩომახაშვილი.

რაგბის კავშირმა საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ რუსეთის ნაკრებთან ერთად შეკრება საერთოდ უარყო.

ერთადერთი ქართველი მოთამაშე, რომელიც ვერ დაბრუნდა!

ძალიან ბევრი ქართველი ტალანტი, რომელთა იმედი მთელ საქართველოს ჰქონდათ, ტრავმებმა გააწამეს და ფეხბურთის ნორმალურად თამაშის საშუალება არ მიეცათ.

სრულიად განსხვავებული შემთხვევაა გიორგი ჭანტურია, რომელიც ტრავმებით გამორჩეული არასდროს ყოფილა, თუმცა მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, “ქართველ მესად” წოდებულმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა.

ლევან ყენია, რომელიც მუდამ ტრავმირებული იყო, გერმანიის მე-4 ლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა და ცოტა ხნის წინ ფეხბურთის თამაშსაც შეუდგა.

ლევან მჭედლიძე საქართველოში დაბრუნდა და დღეს ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავს.

ჯანო ანანიძემ უკვე ვარჯიში დაიწყო,ბათუმის “დინამოს” ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა და თებერვლის ბოლო ფორმაში შესვლას ვარაუდობს.

ერთადერთი ვინც, დაბრუნება ვერ შეძლო ან არ მოინდომა, გიორგი ჭანტურიაა.

ტორპედოს “პასუხი” – გუნდმა ვიდეო-კომენტარი გამოაქვეყნა (ვიდეო)

გუშინ ქუთაისის “ტორპედოს” თამაშზე ჟურნალისტი საბა საპანაძე გია ცეცაძის მოთხოვნით არ დაუშვეს. ცეცაძე საპანაძეზე მას შემდეგ არის ნაწყენი, როცა ჟურნალისტმა “საბურთალოში” ცეცაძის ამბების შესახებ დაწერა, თუ როგორ სურდა მარგველაშვილისთვის კაპიტნის, კოხრეიძესთვის 10 ნომრის ჩამორთმევა და ჭანტურიასთვის გადაცემა.

დღეს თურქეთში ჩასულ საპანაძეს “ტორპედოს” შეხვედრაზე მუშაობის საშუალება არ მისცეს და იმის ნაცვლად, რომ გუნდს ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი გაეკეთებინა ან “ოდენსესთან” მატჩის შემდეგ, მინიმუმ ცეცაძის კომენტარი არ დაედოთ, არც განცხადება დაიდო და ცეცაძეც გამოჩნდა.

გია, საერთოდ, საკმაოდ კონფლიქტური მწვრთნელია, თუმცა გუნდის პრესამსახურს მაინც, უნდა შეეძლოს ადეკვატურად მოქცევა.

რუნის “მანჩესტერ იუნაიტედის” ან “ევერტონის” გაწვრთა სურს

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “დერბი ქაუნთის” მთავარ მწვრთნელ უეინ რუნის “მანჩესტერ იუნაიტედის” ან ლივერპულის “ევერტონის” ჩაბარება სურს. ამის შესახებ თავად ინგლისელმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ამ ორი კლუბის გაწვრთნის სურვილი მაქვს, თუმცა ახლა მთლიანად “დერბი ქაუნთიზე” ვარ გადართული, რომელიც ჩემპიონშიფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ევერტონი” ჩემთვის ახლობელი კლუბები არიან. იმედი მაქვს, ოდესმე რომელიმე მათგანს ჩავუდგები სათავეში. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ მოთამაშის კარიერა “ევერტონის” შემადგენლობაში დაიწყო, შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა, რომლის რიგებშიც 393 მატჩი ჩაატარა და 183 გოლი გაიტანა. 2017-2018 წლების სეზონში ის კვლავ “ევერტონის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც სულ 117 შეხვედრა ჩაატარა და 28 ბურთი გაიტანა.

რუნიმ სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს “დერბი ქაუნთიში” დაიწყო.