სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა

სერხიო აგუერომ 33 წლის ასაკში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კარიერა დაასრულა.

არგენტინელი ფეხბურთელი საავადმყოფოში 30 ოქტომბერს, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც “ალავესთან” მატჩის მიმდინარეობისას სუნთქვის პრობლემა შეექმნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას პრობლემები გულთან ჰქონდა, რის გამოც თამაშს ვეღარ გააგრძელებდა.

აგუერო სხვადასხვა დროს “ინდეპენდიენტეს”, “ატლეტიკოს”, “მანჩესტერ სიტის”, “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავდა. მან 786 მატჩში 427 გოლი გაიტანა.

რუბენ დიაშის მოქმედება “ლიდსთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

დავით კაჭარავა ქეთი ხატიაშვილთან ერთად მადრიდში ისვენებს (ფოტო)

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, ახლა რაგბის კავშირის გამგეობის თავჯდომარე და პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილთან ერთად მადრიდში ისვენებს. კაჭარავა და ხატიაშვილი ერთმანეთს უკვე წლებია ხვდებიან.

წყვილის სხვა ფოტოები ინსტაგრამიდან

 

თბილისის”დინამო” ყოფილ კაპიტანს იბრუნებს

თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის სერიოზულად იწყებს მზადებას და გუნდის მე-2 ტრანსფერი გორის “დილას” უსწრაფესი ლეგიონერი, უსმანე კამარა გახლავთ.

კამარა “დილაში” “ვალერენგადან” იყო განათხოვრებული და კარიერას, ამჯერად, “დინამოში” გააგრძელებს. გვინეელმა თავი სისწრაფით და დრიბლინგით დაგვამახსოვრა. ელიგის 36 მატჩში კი 8 გოლი და 5 საგოლე პასი შეასრულა.

გარდა ამისა, “დინამოს” იჯარით ყოფილი კაპიტნის, ნიკა ნინუას დამატება სურს, რომელიც “ანორთოსისიდან” “პაოკში” დაბრუნდა, თუმცა არამგონია, სათამაშო დრო მიიღოს, თბილისელებს კი ცენტრალური ნახევარდაცვა აქვთ გასაძლიერებელი.

ნინუას “პაოკთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რომელმაც 2020 წლის აგვისტოში მის სანაცვლოდ 850 ათასო ევრო გადაიხადა.

ცხადაძე/რეხვიაშვილის დუეტმა პირველი ტრანსფერი “გაგრადან” განახორციელა – მეკარე დავით კერესელიძე.

 

ბათუმის “დინამოს” საუკეთესო ფეხბურთელში 2 მილიონ ევროს უხდიან

ბათუმის “დინამოს” გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ თურქული “ტრაბზონი” 2 მილიონ ევროს სთავაზობს.

“ტრაბზონსპორის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ტოპ 1 სამიზნე სწორედ ირაკლი აზაროვია და თურქული კლუბი მოთამაშეში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის.

ნაკლებად სავარაუდოა, “დინამომ” ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადოს და ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე შეინარჩუნოს.

აზაროვი ბათუმმა თბილისის “დინამოდან” სულ რაღაც 40 ათას ლარად იყიდა და მხოლოდ თანხობრივი სახით, 6 მილიონიან მოგებაზეა საუბარი.

რამდენ მილიონ ლარს ხარჯავს სათამაშო ბიზნესი რეკლამებში?

აზარტული თამაშების რეგულაციების კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარული წესით განიხილება და მოსალოდნელია, ძალაში უკვე იანვრიდან შევიდეს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სათამაშო ბიზნესმა დეკემბრის მდგომარეობით, სარეკლამო სექტორში 30 მილიონი დახარჯა. მათი უმრავლესობა სატელევიზიო რეკლამებში გაიხარჯა.

რეგულაციების თანახმად, აიკრძალება ყველა სახის აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება. გარდა ამისა, 25-წლამდე პირებს შეეზღუდებათ რეგისტრაცია.

ობამეიანგს “არსენალის” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს

ლონდონის “არსენალმა” გუნდის თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. ამის მიზეზი ფეხბურთელის მხრიდან მორიგი დისციპლინური დარღვევა გახდა. კერძოდ, ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გასულ კვირას ობამეიანგს საფრანგეთში გაფრენისა და შეუძლოდ მყოფი დედის მონახულების უფლება მისცა, თუმცა ინგლისში დაბრუნების ვადაც დაუთქვა. ფეხბურთელი კლუბის ბანაკში დაგვიანებით გამოცხადდა, რაც არ ეპატია.

“გასულ კვირაში დაფიქსირებული უკანასკნელი დისციპლინური დარღვევის შემდეგ ობამეიანგი ჩვენს კლუბს აღარ უკაპიტნებს. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ყველა ფეხბურთელი, განსაკუთრებით კი კაპიტანი, ჩვენ მიერ დადგენილი და შეთანხმებული წესებისა და სტანდარტის შესაბამისად იმუშავებს. სრულად კონცენტრირებულნი ვართ ხვალინდელ მატჩზე”, – წერია “არსენალის” განცხადებაში.

“მეთოფეები” ხვალ ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ვესტ ჰემს” მიიღებენ. ცნობილია, რომ ობამეიანგი დარღვევის გამო ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს. ამავე მიზეზით არ ითამაშა გაბონელმა შაბათს, “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0). ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი იუწყება, რომ “არსენალი” 2022 წლისთვის ახალი თავდამსხმელის შეძენას გეგმავს.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიერ მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე დისციპლინური დარღვევაა. თებერვლის თვეში გაბონელმა ფეხბურთელმა ინგლისში დაწესებული ლოქდაუნის წესი დაარღვია, მარტში კი “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” გამართულ მატჩზე (2:1) გამოცხადება დააგვიანა. აღნიშნულ შეხვედრაში ობამეიანგს უნდა ეთამაშა, მაგრამ დარღვევის გამო ის ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვეს და სათადარიგოთა სკამიდან არც აუყენებიათ.

მოურინიო: “იმდენი ბარათი გვაქვს მიღებული, “რომა” მკვლელების გუნდად მოგეჩვენებათ”

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ყურადღება გაამახვილა ბარათების რაოდენობაზე, რომელსაც გუნდის ფეხბურთელები მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას იღებენ. “მგლებს” 52 ყვითელი და სამი წითელი ბარათი აქვთ მიღებული.

“თუ მიღებული ყვითელ-წითელი ბარათების რაოდენობას გადახედავთ, “რომა” მკვლელების გუნდად მოგეჩვენებათ. რაც შეეხება მსაჯთან ბრაიან კრისტანტეს კამათს, მე მას დაწყნარება ვურჩიე, რადგან ის ლეონარდო ბონუჩი არ არის. კრისტანტეს ცოტა სხვა სტატუსი აქვს ფეხბურთში, ამიტომ არბიტრებთან ზოგიერთ რამეზე საუბრის უფლება არ გააჩნია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

“რომამ” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 17 მატჩში 28 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავია.

ნიკა გვარამია: “ყველანაირ შემოსავალს ანადგურებთ”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტში აზარტული თამაშების რეგულაციებს ეხმაურება.

“ჩვენთან ყველა გასართობ გადაცემას ბეთინგ კომპანიები აფინანსებენ. როგორ უნდა მოვასწრო ახალი სეზონისთვის შესაბამისი კომპანიების მოძიება, რომლებიც გადაცემებს დაასპონსორებენ? 1 თვეში უკვე ახალი სეზონი იწყება. ეს არა მხოლოდ შემოსავლის მოკლება, ახალი შესამოვლის მოძიების ყველანაირი გზით განადგურებაც არის. 1-ელ სექტებრამდე მაინც გადაწიეთ კანონის მიღება. “მთავარი არხის” შემოსავლების 20%-ს, ანუ 4.5 მილიონი უბრალოდ ქრება”, – განაცხადა გვარამიამ.

აზარტული თამაშების რეგულაციების კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია და საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

ჯანო ანანიძის რეკორდი, რომელიც რუსეთში დღემდე მოუხსნელია!

ჯანო ანანიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც ითვლებოდა.

ანანიძე მოსკოვის “სპარტაკმა” 2009 წელს იყიდა და 17 წლის ასაკში “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში მოხვდა “ლოკომოტივთან”.

მარჯვენა მხრიდან ჩაწოდებულს ანანიძე თავით გამოეხმაურა და რუსეთის პრემიერ ლიგის რეკორდი დააფიქსირა, რომელიც დღემდე მოუხსნელია. ქართველმა სადებიუტო გოლი 17 წლისა და 8 დღის ასაკში შეაგდო.

ანანიძის რეკორდი რუსეთში მას შემდეგ გაიხსენეს, რაც “კრილიას” 17 წლის, 1 თვის და 9 დღის სერგეი პინიაევმა 2 დღის წინ ყაზანის “რუბინის” კარი აიღო, თუმცა ჯანოსთან ახლოსაც არ მისულა.

როგორც ჩანს, ჩვენებურის რეკორდი რუსეთში დიდხანს დარჩება.

ჯანოს პირველი გოლი

ვიქტორ სანიკიძე: “ინჟინერი მე არ ვარ, მშენებელი მე არ ვარ”

კალათბურთის ფედერაციის ახალი და ძველი პრეზიდენტები, ვიქტორ სანიკიძე და პაატა გურასპაული რუსთავი 2-ის “სპორტის საათში” იყვნენ მიწვეულნი, სადაც დარბაზის მშენებლობაზე ისაუბრეს, რომელმაც 2022 წელს ევრობასკეტს უნდა უმასპინძლოს.

“ბოდიში, ჩემთვის რთულია პასუხის გაცემა, ინჟინერი მე არ ვარ, მშენებელი მე არ ვარ. ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურს გავაკეთებთ, პრემიერიდანაც იყო მითითება, რომ ყველა მაქსიმალურად კონცეტრირდეს და გონივრულ ვადაში დასრულდეს. სატესტო ვადად ივლისი გვაქვს”, – განაცხადა სანიკიძემ.

“პრემიერს შევახვედრეთ ფიბას პრეზიდენტი თურგაი დემირელი, გენერალური მდივანი კამილ ნოვაკი და  ვიცე-პრეზიდენტი ჟანპიერი. იქ იყო ამ თემაზე საუბარი და ბატონმა ირაკლიმ ხმამაღლა განაცხადა,  მე ვარ გარანტია, რომ ეს ყველაფერი მოესწრება. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ქართველებებს გჩვევია დაგვიანება, თუნდაც, ღმერთის როცა მიწებს ანაწილებდა. დარწმუნებული ვარ, ივლისის თვისთვის აუცილებლად, ესპანეთის სატესტო მატჩი გაიმართება. ჩვენზე არაფერია დამოკიდებული, მაგრამ ყველა ერთად, ჩვენ, სახელმწიფო, მშენებლები შევძლებთ ღირსეულად დამთავრდეს, ულამაზესი შენობა და შიგნით ყველა ფიბას სტანდარტი მივიღოთ და სექტემბრის დასაწყისში უკვე ტესტირებულ დარბაზში გავმართავთ თამაშებს. ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ამას”, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.

2 კვირის წინ ფიბას უმაღლესი რანგის პირები მშენებლობის პროცესს ადგილზევე გაეცნენ და გამოითქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა, დარბაზის მშენებლობა, სადაც ევრობასკეტის შეხვედრები უნდა გაიმართოს, ვერ მოესწროს.

რამოსი: “რეალი” მიყვარს, მაგრამ პარი სენ-ჟერმენისათვის” მოვკვდები”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მერვედფინალში ერთმანეთს პსჟ და “რეალი” დაუპირისპირდებიან. რამოსს ყოფილ გუნდთან შეხვედრა მოუწევს.

“ყველამ იცის, რა დამოკიდებულება მაქვს მადრიდის “რეალის” მიმართ და როგორ მიყვარს ეს კლუბი. ახლა დროა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ღირსება დავიცვა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. ამ კლუბმა მე ამირჩია. “პარი სენ-ჟერმენისათვის” მოვკვდები.

ვისურვებდი, მერვედფინალში ჩვენი მეტოქე “რეალი” არ ყოფილიყო, მაგრამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება სასიამოვნო იქნება. კოვიდ 19-ის შეზღუდვების გამო, ნამდვილი დამშვიდობება არ გამომივიდა”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.Com.