დიბალა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება?

პაულო დიბალასთვის ბრძოლაში “ნაპოლიც” ჩაერთო.

იტალიური მედიის თანახმად, ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის სატელეფონო საუბარი ჰქონდა არგენტინელი ფეხბურთელის აგენტთან. “ნაპოლის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დიბალას წარმომადგენელს აცნობა, რომ კლუბი 28 წლის ნახევარმცველის დამატებით დაინტერესებულია.

პაულო დიბალას მიმართა “ნაპოლის” ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ვაჟმაც:

“გადმოდი “ნაპოლიში”, პაულო. აქ მეფესავით შეგიყვარებთ”.

პაულო დიბალას დამატებაზე ფიქრობს ორივე მილანური კლუბიც.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ნახევარმცველი დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

წიტაიშვილი “ლეხში” 300 ათას ევროს მიიღებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის “დინამოს” შემტევი/მარცხენა მცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონურ “ლეხში” გააგრძელებს.

წიტაიშვილი “ლეხში” 1-წლიანი იჯარით ითამაშებს და ხელფასის სახით თვეში 25 ათას ევროს გამოიმუშავებს. სხვა საქმეა ბონუსი და პრემიები.

გიორგი ბოლოს კრაკოვის “ვისლაში” გამოდიოდა და 7 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა. “ლეხი” ჩემპიონატის გამარჯვებული ნიკა კვეკვესკირთან ერთად გახდა.

 

ქართველი ფეხბურთელებისთვის ყაზახეთმა რუსეთ-უკრაინა ჩაანაცვლა

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, რუსეთ-უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატები, სადაც ქართველები წლების განმავლობაში მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი, ჩვენთვის პრაქტიკულად დაიხურა.

მათი ჩანაცვლება დღეს დიდწილად ყაზახეთის ჩემპიონატით დაიწყო. ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას “ყიზილჟარში” გააგრძელებს.

ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელი თომა ტაბატაძე “აკჟაიკში”, ხოლო, “გაგრას” შემტევი თემურ ჩოგაძე “კასპიში” მიდის.

მოსალოდნელია, ამ ფეხბურთელების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ქართველი აგენტები ყაზახეთის ბაზარზე გადაერთვებიან.

ოფიციალურად: მხითარიანი “ინტერში” გადავიდა

ჰენრიხ მხითარიანი მილანის “ინტერში” გადავიდა.

33 წლის სომეხი ფეხბურთელი “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის ორწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ მხითარიანი 2019 წლიდან “რომაში” თამაშობდა. მან “მგლების” რიგებში 117 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. სომეხი ნახევარმცველი გასულ სეზონში გუნდთან ერთად კონფერენციის ლიგის გამარჯვებული გახდა.

ნეიმარის დამატება “მილანსაც” მოუნდა

ბრაზილიური გამოცემა UOL-ის ინფორმაციით, ნეიმარის დამატების სურვილი “მილანმაც” გამოხატა.

“როსონერის” პრობლემა მოთამაშის ფინანსური მოთხოვნაა. ახლა ნეიმარის ანაზღაურება 50 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიელები მზად არიან, ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანონ და მას 15-20 მილიონი ევრო გადაუხადონ. “მილანი” იმედოვნებს, რომ თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდას საკუთარ თავზე “პარი სენ-ჟერმენი” აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს გასული სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მან 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი “პსჟ”-ში 2017 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ 222 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ დრომდე სარეკორდო თანხაა. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აქვს.

ნეიმარის დამატების სურვილი ტურინის “იუვენტუსმაც” გამოთქვა და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაც გამართა.

შესაძლოა, ჯეკ უილშირი “არსენალის” მწვრთნელი გახდეს

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი ჯეკ უილშირი “მეთოფეთა” რიგებში შესაძლოა მწვრთნელად დასაქმდეს.

Evening Standard-ის ცნობით, “არსენალი” უილშირის კანდიდატურას 18 და 23 წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს. ლონდონური კლუბი ბევრმა სპეციალისტმა დატოვა და “მეთოფეები” ახლა ახალი მწვრთნელების ძიებაში არიან.

ჯეკ უილშირი უკლუბოდ არის. 30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა გასულ თვეს განაცხადა, რომ ძალების მოსინჯვა მწვრთნელის ამპლუაში სურს.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშირი “არსენალის” აღზრდილი გახლავთ. მან პროფესიული კარიერა “მეთოფეთა” რიგებში 2008 წელს დაიწყო და გუნდის ღირსებას 2018 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 198 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 30 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბოლოს უილშირი დანიურ “ორჰუსში” თამაშობდა.

ხვიჩა კვარაცხელია: “უკვე ერთია წელია ერთად ვართ”

ხვიჩა კვარაცხელიამ Youtub არხ Nobel-ზე შეყვარებულზე და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“ჩემთან ერთად ჯერ ვერ მოდის. ის სწავლობს აქ და დრო არ აქვს”

“ჩვენ უკვე ერთად ერთი წელია ვართ და მეგობრებისგან გავიცანი”

“მე ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის ცოლმა ან შეყვარებულმა კარგად იცის, რომ ფეხბურთელობის ცოლობა ძალიან რთულია. არ შეუძლია ყოველდღე მიწეროს, დაურეკოს და ა.შ. მან ყველაფერი იცის. თუმცა მატჩის წინ ოჯახს, შეყვარებულს ველაპარაკები. არა დიდხანს, მაგრამ გარკვეული დროით”

“ჩემს მშობლებს გავაცანი. ხელი არ მითხოვია, მაგრამ უკვე ერთად დიდი ხანია ვართ”

“დისტანცია იქნება. მან იცის, რომ ჩემი საქმე მაქვს, რაც უნდა გავაკეთო. იცის, რომ ეს პერიოდი ყოველთვის ჩემ გვერდით ვერ იქნება”

“ნიცა ქვია. სამედიცინოზე სწავლობს და დრო თითქმის არ აქვს. ძალიან ემოციური ადამიანია და ფეხბურთი ძალიან უყვარს. შეიძლება გოლი გავიტანო და ამაზე იტიროს”

სერია A-მ სკუდეტოსთვის “ოქროს მატჩი” დააწესა

იტალიის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ტურნირის რეგლამენტში ახალი ცვლილება შეიტანა.

სერია A-ში იყო წესი, რომლის თანახმადაც, ორ გუნდს შორის თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ეძლეოდა იმ კლუბს, რომელსაც უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა. ეს წესი ეხებოდა სატურნირო ცხრილში ნებისმიერ ადგილს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა წესი, რომლის მიხედვითაც, ზედა ორადგილოსან გუნდს შორის თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, სკუდეტოსთვის ჩატარდება “ოქროს მატჩი”. ამ შეხვედრით გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ 2021-2022 წლების სეზონში “მილანმა” ორი ქულით აჯობა თანაქალაქელ “ინტერს”. კალჩოს ახალი სეზონი აგვისტოს დასაწყისში დაიწყება.

მაცოლა ლუკაკუზე: “არასდროს მინახავს, რომ ფეხბურთელს ასე სურდეს ყოფილ გუნდში დაბრუნება”

მილანის “ინტერის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ გუნდში რომელუ ლუკაკუს დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

“ძალიან მომწონს ლუკაკუ. შესანიშნავია, რომ მან გუნდში დაბრუნების ასეთი ძლიერი სურვილი გამოავლინა. ამით ყველა ფანი ბედნიერი არ არის. ულტრასებმა თქვეს, რომ ისინი არ დახვდებიან მას აეროპორტში და არ შეეგებებიან. ფანები ჯერ კიდევ ნაწყენები არიან იმით, რომ ლუკაკუმ გუნდი პირველივე შესაძლებლობისას დატოვა.

მესმის, რომ შარშან განვითარებული მოვლენების გამო ზოგიერთს მისი დაბრუნება დიდად არ გაახარებს, მაგრამ ფეხბურთელის მხრიდან გუნდში დაბრუნების ისეთი სურვილი, როგორიც ლუკაკუს ჰქონდა, მანამდე არასდროს მინახავს.

მას სიყვარულის დაბრუნება სჭირდება, ისევე შრომისმოყვარედ უნდა იმუშაოს, როგორც “ინტერში” გატარებულ პირველ წელს. ასე რომ, მივცეთ მას ამის შესაძლებლობა.

ვფიქრობ, რომ ლუკაკუ კარგად იმუშავებს სიმონე ინძაგისთან. მას სერია A-ში განსხვავების შექმნა და რაც ყველაზე მთავარია, “ინტერისთვის” გამარჯვების მოტანა შეუძლია”, – ციტირებს მაცოლას სიტყვებს Football Italia.

ჩემპიონთა ლიგის წინ – რა ვერ მიიღო გია გეგუჩაძემ?

სულ მალე ბათუმის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ “სლოვანს” დაუპირისპირდება, რომელიც მუდმივად გაძლიერების პროცეშია. გარდა ამისა, გუნდში ორი ქართველი გამოცდილი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.

“დინამო” ერთი თავით მაღლა დგას ყველა ქართულ კლუბზე, მაგრამ გუნდს შემადგენლობრივად რამდენიმე პრობლემა აქვს, რაც ფაქტია, ევროტურნირების დაწყებამდე სათანადოდ ვერ მოგვარდა.

ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი დანაკლისია და მათე ვაწაძე მის შეცვლელად ვერ ჩაითვლება, ეს რეალობაა. მაგრამ გუნდს ჰყავს ჯიღაური, გაფრინდაშვილი და ჯოვინო, რომლებთაც მარჯვენა ფლანგზე დგომა შეუძლიათ.

თუმცა მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ცენტრალურ დაცვაშია. უკვე 2 სეზონია კობახიძე-აზაცკის წყვილი ირჯება, მაგრამ ეს ფეხბურთელები საკმაოდ ნელები არიან და რთული სათქმელია, რამდენად გაუძლებენ გაცილებით უფრო ძლიერი თავდამსხმელების შეტევებს.

არის გიორგი რეხვიაშვილიც, რომელმაც აზაცკი კარგად შეცვალა, მაგრამ ბოლო პერიოდში არ გამოჩენილა. გარდა ამისა, რეხვიაშვილი მაინც ნაკლებად სტაბილურ მოთამაშედ ითვლება.

საუბარი იყო საბა კვირკველიას დამატებაზეც, მაგრამ ეს არ გამოვიდა. არც ლეგიონერმა აბრაჰამ ფრიმპონგმა გაამართლა.

გეგუჩაძეს თითქმის ყველა პოზიციაზე ორი-სამი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და ყველაზე აუცილებელი ცენტრალური დაცვის გაძლიერება იყო “სლოვანთან” მატჩამდე.

ვნახოთ როგორ ითამაშებს ბათუმელთა დაცვა ჩემპიონთა ლიგაზე.

დადასტურდა: ჩაკვეტაძე საქართველოში არ დაბრუნდება

საქართველო ეროვნული ნაკრებისა და “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ეროვნულ ლიგაში არ გააგრძელებს.

მოლაპარაკება, რაც თბილისის “დინამოსა” და ჩაკვეტაძეს შორის შედგა, წარმატებულად არ დასრულებულა. ჩაკვემ ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნება არ მოისურვა.

მსგავს განცდას ქმნიდა 3 კვირის წინ გოგა გაკოხიძის ინტერვიუ “საფეხბურთო ტაიმაუტში”, როცა ფეხბურთელის ელიგაში თამაშის შესახებ პასუხი პრაქტიკულად არ გასცა.

პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ გიორგი ნიდერლანდებში წავიდეს. უფრო მეტად, კვლავ ბელგიური და ფრანგული ვარიანტები ჩანს.

“გენტმა” მის გარეშე შეკრება უკვე დაიწყო.

თემურ ქეცბაიას ულტიმატუმი, ღირსეული საქციელი და ნაკრების დასტური

კვიპროსული პრესის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია სულ მალე კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს.

“ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი გახდება და ნიკოს კოსტენოღლუს ჩაანაცვლებს. კვიპროსი ერთა ლიგის ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ლიდერ საბერძნეთს 10 ქულით ჩამორჩება. თან, თემური თავისი აუცილებელი პირობით მიდის. თუ რომელიმე კლუბიდან შეთავაზებას მიიღებს, მაშინ ნაკრების დატოვება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე შეეძლება. ასევე, იმ ასისტენტებს, რომლებიც “ანორთოსისიდან” გაუშვეს, ნაკრებში წაიყვანს. ქართველმა კვიპროსული ფეხბურთი საუკეთესოდ იცის” – წერს Goal.philenews.com

ქეცბაია “ანორთოსისისიდან” 2 კვირის წინ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო წამოვიდა.