პატივისცემა! – რა გააკეთა სადიო მანემ “ლივერპულის” მოგების შემდეგ? (ვიდეო)

“ლივერპულმა” FA თასის ფინალში “ჩელსი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ციმიკასის ბოლო პენალტის შემდეგ ყველა გამარჯვებას აღნიშნავდა.

“ჩელსის” მეკარე მენდისთან მხოლოდ მანე მივიდა. ისიც არის, რომ ორივე სენეგალელია.

უნდა გამოიძახოს სანიოლმა ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძე?

“ჰამბურგმა” მე-2 ბუნდესლიგაში მორიგი მატჩის მოგება მოახერხა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად “ჰერტას” წინააღმდეგ პლეი-ოფში ითამაშებს. კვლავ სათადარიგო იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მოედანზე დიდი ხანია არ გასულა.

დიდი ალბათობით, “ჰამბურგი” ჩაკვეტაძეს არ გამოისყიდის და გიორგიც “გენტში” დაბრუნდება, თუმცა მანამდე, სანაკრებო მატჩებია, რომელშიც სანიოლს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის გამოძახება მოუწევს.

ჩაკვეს სათამაშო პრაქტიკა პრაქტიკულად არ აქვს, დემოტივირებულია, ვარჯიშებზე მისი აქტიურობა არც სანიოლს, არც “ჰამბურგის” მწვრთნელ ტიმ ვალტერს და არც “გენტის” თავკაცს მოსწონდა. ვილი შემადგენლობას სულ მალე გამოაცხადებს და უფრო მაინც, ნაკლებად სავარაუდოა, ჩაკვეტაძე გამოძახებულთა შორის იყოს.

4 მატჩი 10 დღეში საკმაოდ გადამღლელი იქნება და მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მას შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა.

ნაკრები 2 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 5 ივნისს ბულგრაეთს ესტუმრება, 9-ში ჩრდ.მაკედონიას, 12-ში კი ბულგარეთს სახლში მიიღებს.

დაბრუნდება?

ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნება გამორიცხული არ არის. მეტიც, ფეხბურთელის მამა ხორხე მესი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილი კატალონიურ გუნდში ისევ ითამაშებს.

ხორხე მესი ბარსელონაში იმყოფებოდა, თუმცა მისი ვიზიტის მიზეზი უცნობია. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა “ბარსელონაში” მესის დაბრუნება.

“იმედია, ოდესმე დაბრუნდება”, – ასეთი იყო ფეხბურთელის მამის პასუხი.

“მარკა” წერს, რომ ხორხე მესი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და კლუბში შვილის შესაძლო დაბრუნების საკითხი განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ “ბლაუგრანა” 2021 წლის ზაფხულში დატოვა და “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. ტრანსფერის მთავარი მიზეზი კატალონიელთა ფინანსური პრობლემა გახდა. 33 წლის არგენტინელ ფეხბურთელსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

კანი: “ლევანდოვსკიმ კონტრაქტი უნდა შეასრულოს!”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

“უსაფუძვლო ნერვიულობა წარსულშიც გამოგვიცდია. ეს არ არის ის, რაც თავს აგვატკივებს. ფეხბურთელის აგენტს შეთავაზება გავუკეთეთ. მან ჩვენს წინადადებაზე უარი თქვა. ეს მისი უფლებაა. ფაქტი კი ისაა, რომ მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და ეს კონტრაქტი უნდა შეასრულოს. მორჩა და გათავდა!

ჩვენ საკმარისად მკაფიონი და თანმიმდევრულნი ვართ. “ბაიერნი” ასე მუშაობს. აქ ფეხბურთელი კლუბზე მეტი არ არის”, – ციტირებს კანის სიტყვებს BR24sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნის” დატოვება და “ბარსელონაში” გადაბარგება სურს. პოლონელ ფეხბურთელსა და გერმანულ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელსეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

რატომ არ მიჰყავს შოთა არველაძეს ქართველი ფეხბურთელები?

კვიპროსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაია “ანორთოსისში” 30 წლის ქართველი თავდამსხმელის, ავთო ებრალიძის მიწვევას აპირებს.

ქეცბაიას მსგავსი ტრადიცია დიდი ხანია აქვს და სადაც არის, ყოველთვის ცდილობს ქართველი ფეხბურთელები მიიყვანოს. ოქრი, ლორია, დაუშვილი, ანანიძე და სხვები.

სრულიად საპირისპირო სიტუაცია არის შოთა არველაძის შემთხვევაში. შოთამ ბოლოს ლაშა დვალი “ქასიმფაშაში” გადაიყვანა და 2015 წლიდან მოყოლებული “ტრაბზონს”, “მაქაბისა და “ფახთაქორს” წვრთნიდა, თუმცა ქართველი მოთამაშეების გარეშე. “ჰალ სიტიში” გადასვლის შემდეგ კვარაცხელიაზე მცირე კომენტარი ჰქონდა, თუმცა ყველასთვის ნათელი იყო, რომ ხვიჩას ტრანსფერი “ჰალიში” არცერთ სიტუაციაში არ შედგებოდა.

“მაქაბიში” ყოფნის დროს ნათქვამი აქვს, რომ ფეხბურთელების სელექციის დროს კონკრეტულ რეგიონს ან ქვეყანას არ ირჩევს და ფინანსების მიხედვით მოქმედებს.

“ფახთაქორში” სამი წელი გაატარა, საშუალება ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არავინ წაუყვანია.

ნაკლებად სავარაუდოა, “ჰალ სიტიშიც” რომელიმე ქართველი გადავიდეს.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ამის მთვარი მიზეზი?

გამოსათხოვარი წერილი

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანი, რომელიც მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” ღირსებას დაიცავს, გერმანულ გუნდს დაემშვიდობა.

“სასიამოვნო და საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. “ბორუსიაში” დაუვიწყარი მომენტები მქონდა, შევხვდი განსაკუთრებულ ხალხს, არაჩვეულებრივ თანაგუნდელებს. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ფანობაზე, რომელიც მოედანზე ყოველთვის მე-12 ფეხბურთელად გვემატებოდა. ყვითელი კედელი მართლაც წარმოუდგენელი რამ არის. მისი მომსწრე ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გახდეს. არაფერს დავივიწყებ. მადლობა თითოეულ თქვენგანს!” – დაწერა სოციალურ ქსელში ჰოლანმა.

ერლინგ ჰოლანი “ბორუსიას” შემადგენლობაში 2019 წლის ზამთრიდან გამოდის. მან ამ პერიოდის განმავლობაში 89 შეხვედრა ჩაატარა, 86 გოლი გაიტანა და 23 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ სიტისთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ინგლისური კლუბი წევრი ოფიციალურად 1-ელ ივლისს გახდება.

გიგა ჭიკაძე: “მე UFC-ის ჩემპიონი გავხდები!”

ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელ ტვიტერში მოკლე პოსტი დაწერა.

“მე UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გავხდები!”

როგორც ჩანს, გიგა კელვინ კატართან 2022 წლის 16 იანვარს განცდილი მარცხის შემდეგ დაბრუნებას აპირებს, მაგრამ მისი ამერიკელ მაყურებელს ნაკლებად სჯერა.

პოსტის ქვემოთ გიგას მიმართ დამცინავი კომენტარები წავიდა და ჭიკაძეს ყველაზე მეტად კატართან ბოლო მძიმე მარცხს ახსენებენ.

თუ ჭიკაძე კატარს მოუგებდა, მაშინ შესაძლოა, მართლაც მიეღო საჩემპიონო ბრძოლის შანსი. ამჟამად, მას საჩემპიონო მატჩისთვის მინიმუმ 1 -2 წელი მაინც დასჭირდება.

ვოლკოვი პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ითამაშებს

როგორც Azerisport იტყობინება, “ზირას” ქართველი თავდამსმელი დავით ვოლკოვი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

ვოლკოვმა “ზირას” ახალ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და “ლეხიადან” უკეთესი წინადადება მიიღო. შედეგად, დავითი პოლონეთში მიდის და ამის შესახებ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

“ლეხიას” 32 ტურის შემდეგ ექსტრაკლასაში 56 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.

2019 წელს დავითი “საბურთალოდან” “გაბალაში” გადავიდა, საიდანაც 2020 წელს “ზირაში” აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 6 საგოლე პასი შეასრულა.

პერიშიჩი ინგლისს უახლოვდება

მილანის “ინტერის” გარემარბი ივან პერიშიჩი კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. იტალიური Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი და ლონდონის “ჩელსი” თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ივან პერიშიჩს “ინტერთან” კონტრაქტი ივნისში ეწურება. მილანელებს შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ და ხორვატს წლიურად 4,5 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა თავად პერიშიჩი ექვს მილიონს ითხოვს. როგორც ჩანს, მხარეები ვერ შეთანხმდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და “ჩელსის” უსასყიდლოდ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ივან პერიშიჩი “ინტერის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან “ნერაძურის” შემადგენლობაში სერია A, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

“ტორპედომ” ჩხეტიანის დანიშვნა გადაიფიქრა?

ქუთაისის “ტორპედომ”, როგორც იქნა, გამარჯვება შეძლო და თბილისის “ლოკომოტივი” 0-3 დაამარცხა. ამჯერადაც, მთავარ მწვრთნელად ანალიტიკოსი თორნიკე შეყრილაძე მოგვევლინა.

ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი კვლავ არ აქვს თუ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი. არადა, რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჩანდა, რომ კახა ჩხეტიანი ბრუნდებოდა.

ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ მასთან მოლაპარაკება და საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა უკვე 3 დღეზე მეტი გავიდა და ოფიციალურად არ გაფორმებულა. მანამდე ყველაზე მეტად კახა კაჭარავას კანდიდატურაზე მსჯელობდნენ.

“ლოკოს” წინააღმდეგ “ჯუნგლები” ჩხეტოს დაბრუნებას ითხოვდნენ.

ყველაფერი მაქსიმუმ შემდეგ კვირაში გადაწყდება.

ლაშა ტალახაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენა დაიწყო. იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძე კიდევ ერთხელ გახდეს კონტინენტის საუკეთესო ძალოსანი, საჭიროა გადახვიდეთ ამ ბმულზე და მიჰყვეთ ინსტრუქციას:

1. მონიშნეთ ლაშა ტალახაძე – Select a male
2. მონიშნეთ ერთი ნებისმიერი ქალი ძალოსანი – Select a female
3. მოცემულ ველში “E-MAIL” ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი
4. ველში “NAME” ჩაწერეთ თქვენი სახელი
5. ველში “COUNTRY” ჩაწერეთ GEORGIA
6. დააჭირეთ “I’m not a robot” და სურათზე გამოჩენილ წარწერას, პირობითად “მოტოციკლს” – შეუსაბამეთ ფოტოები და Verify
6. ბოლო ველში დააჭირე ღილაკს “Send VOTES”