ფაჩულია დურანტის ტრავმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
“გოლდენ სტეიტისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ კევინ დურანტის ტრავმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც იცით, 1 თებერვალს, “ვაშიგტონსა” და “გოლდენ სტეიტს” შორის გამართული შეხვედრის მესამე მეოთხედში, მარცინ გორგატმა ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ უხეშად იმოქმედა, ქართველი ცენტრი წაიქცა და კევინ დურანტს მარცხენა მუხლზე დაეჯახა. ამერიკელმა კალათბურთელმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
“კევინ დურანტის ტრავმის გამო, ჩემზე გულგატეხილი არავინაა. თუმცა, ის ძალიან მალე უფრო ძლიერი დაბრუნდება. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, ჩემო ძმაო”, – წერს ფაჩულია.
ბოლო ინფრმაციით, დურანტი მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს.
Nobody is more disappointed then I'm for KD's injury. But he will be back stronger very soon.
Get well soon my brother ????????@KDTrey5— Zaza Pachulia (@zaza27) March 1, 2017