ფაჩულიამ და “გოლდენ სტეიტმა” ზაზას ყოფილ გუნდ “დალას მავერიკსს” მოუგეს
ზაზა ფაჩულიამ და მისმა „გოლდენ სტეიტმა“ 2016 წლის ბოლო მატჩი გამართა და მორიგ გამრჯვებას მიაღწია. ოკლენდელები ქართველი ფორვარდის წინა გუნდ „დალას მავერიკსს“ შეხვდნენ, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებიათ – 108:99. მართალია, საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 22 ქულით იგებდნენ და შეხვედრის ბედიც გარკვეული იყო.
ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებთან მატჩში ტრადიციულად სასტარტო ხუთელში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ზაზას ძირითადად დირკ ნოვიცკის მეურვეობა უწევდა, რომელმაც მოედანზე ყოფნის 23 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. რაც შეეხება ქართველი ცენტრის მონაგარს, ზაზამ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა.
ოკლენდელებს 29 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა, კევინ დიურანტმა კი სამმაგი დუბლი – 19 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. რაც შეეხებათ დალასელებს, მათ ყოფილმა გოლდენსტეიტელმა ჰარისონ ბარნსმა 25 ქულით ულიდერა.
29 მოგებითა და 5 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ 2017 წელს ლიგის ლიდერობით ხვდება. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 3 იანვარს, შინ „დენვერთან“ გამართავენ.
GBF.GE