ფაჩულიამ ლოს-ანჯელესში “კლიპერსთან” 14 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა
ზაზა ფაჩულიამ ნბა-ში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. „მილუოკი ბაქსის“ ქართველმა ცენტრმა ლოს ანჯელესში „კლიპერსთან“ შეხვედრაში 14 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მიითვალა, რაც შესანიშნავი შედეგია და სამწუხაროა, რომ ფაჩულიას გარჯა არ დაუფასდა. მილუოკელებმა ლოსანჯელესელებთან 98:106 წააგეს და უიღბლო სერია 8 მატჩამდე გაუგრძელდათ.
საქართელოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი „მილუოკის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 35:17 წუთი გაატარა. ფაჩულიამ სიზუსტე გამოავლინა და 11 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო. ფაჩულიაზე შედეგიანი მილუოკელთაგან მხოლოდ რამონ სეშენსი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა და 7 პასი მიითვალა. კლიპერსელთა შორის საუკეთსო იყო ბლეიკ გრიფინი 27 ქულითა და 14 მოხსნით.
13 მოგებითა და 58 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. ფაჩულიას გუნდმა ლოს ანჯელესში 4-მატჩიანი დასავლური ტურნე დაასრულა და მომდევნო შეხვედრას კვლავ ლოსანჯელესელებთან, ოღონდ „ლეიკერსთან“ და მილუოკიში, 27 მარტს გამართავს.
GBF.GE