ფაჩულიამ მემფისში ბრძოლაში წაგებულ მატჩში 14 ქულა ჩააგდო
„მილუოკი” სადაც არ უნდა თამაშობდეს, ბოლომდე იბრძვის და იოლად არც ერთ მატჩს არ თმობს. ასე იყო მემფისშიც, სადაც დასავლეთისა და სრულიად ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ „გრიზლისს” ზაზა ფაჩულიას გუნდი ღირსეულად ებრძოლა, თუმცა საბოლოოდ მაინც წააგო – 83:96.
„ჩვენ ვიბრძოლეთ და მეტოქეს წინ არ ვუშვებდით. ბოლო მეოთხედში ჩამორჩენა 10 ქულას ჩამოვაცილეთ, მაგრამ ძალები არ გვეყო” – განაცხდა ზაზა ფაჩულიამ ამერიკულ მედიასთან მატჩისშემდგონ კომენტარში.
ქართველმა ცენტრმა შედეგიანად ითამაშა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ზაზამ 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთაგან მასზე მეტი ქულა გიანის ანტეტოკოუმპომ (19) და კრის მიდლტონმა (17) ჩააგდეს. მოედანზე ფაჩულიას ოპონენტმა მარკ გასოლმა შეხვედრა 12 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით დაასრულა.
34 მოგებითა და 32 მარცხით „მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მყარად მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 17 მარტს, ნიუ ორლეანში „პელიკანსთან” გამართავს.
GBF.GE