ფაჩულიამ ნბა-ს სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა
ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა. ქართველი ცენტრი “მილუოკი ბაქსს”, სადაც 2003-2004 წლების სეზონი გაატარა, დიდებული თამაშით დაუბრუნდა. ნბა-ს ჩემპიონატის პირველ მატჩში მილუოკელები “მედისონ სკვერ გარდენში” “ნიუ იორკს” შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 83:90 დამარცხდნენ, ქართველი გულშემატკივარი მაინც კმყოფილი იქნება.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თავდაუზოგავი თამაშით მწვრთნელის სიმპათია დაიმსახურა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართული მოედანზე დიდი ხნით დარჩა. სასტარტო ლარი სანდერსმა 12:21 წუთი ითამაშა, ხოლო მისმა ნომინალურმა შემცვლელმა ფაჩულიამ მოედანზე მთლიანობაში 33:52 წუთი გაატარა. ზაზა საბოლოოდ მილუოკელთაგან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მისმა მონაგარმა 13 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მილუოკელები მეორე მეოთხედში 25 ქულით აგებდნენ, თუმცა ანგარიშის შემცირება და გამარჯვების რბოლაში ჩართვა მოახერხეს. გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
მომდევნო მატჩს “მილუოკი” 2 ნოემბერს, ბოსტონში გამართავს.