ფაჩულიამ ნბა-ში რიგით მე-11 სეზონი დაასრულა
ზაზა ფაჩულიამ და მისმა “მილუოკიმ’ ნბა-ს მორიგი სეზონი დაასრულეს. მილუოკელთათვის ეს გახლდათ არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი, რომელშიც მათ 67 მარცხი განიცადეს და მხოლოდ 15 შეხვედრა მოიგეს.
სეზონის ბოლო შეხვედრა “მილუოკიმ” ფაჩულიას ყოფილ გუნდ “ატლანტასთან” შინ გამართა. მასპინძლები მატჩის დასაწყიდსიდან, მესამე მეოთხედამდე იგებდნენ. მათ ძალიან სურდათ სეზონის მოგებით დასრულება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ატლანტელებმა შეხვედრა 111:103 მოიგეს და პლეი ოფში აღმოსავლეთ კონფერენციიდან გასასვლელი ბოლო ადგილი დაიკავეს.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში – 21:36 წუთი ითამაშა პირად ანგარიშზე 7 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანიდა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთაგან საუკეთესო ბრენდონ ნაითი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა დააგროვა, 19 ქულა ჰქონდა ჯონ ჰენსონს.
ფაჩულიასთვის სეზონი დასრულებულია, საქართველოს ნაკრების კაპიტანს დასვენების საკმარისი დრო აქვს, რის შემდეგაც, ეროვნულ გუნდს ევროპის ჩმპიონატის შეარჩევ ტურნირში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას გასულ სეზონში ნაოპერაციევი ფეხის გამო საქართველსო ნაკრების მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
gbf.ge