ფაჩულიას 10 ქულა და “გოლდენ სტეიტის” მოგებით დაწყებული სერია “იუტასთან” (ვიდეო)
მთელი 1 კვირა დაისვენა. „იუტა“ სულაც არ ჰგავდა უიმედო აუტსაიდერს. პირიქით, ბოლომდე ღირსეულად მისდევდა მასპინძლებს, მაგრამ იუტელთა მოწადინება მხოლოდ დევნას გასწვდა და არა ანგარიშის გათანაბრებას – წინ გასვლაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
ვარსკვლავურ ხუთულში დამკვიდრებულმა ქართელმა ცენტრმა დამაჯერებლად და საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. ზაზა 2-ჯერ გავიდა მოედანზე: თავიდან დასაწყისში და მოედანზე ექვსნახევარი წუთი გაატარა, მეორედ კი მესამე პერიოდი დაიწყო და თამაშში შვიდნახევარი წუთი დარჩა. რაც მოედანზე იყო, ფაჩულია ტოლს არ უდებდა და შეიძლება ითქვას, ჯობნიდა კიდეც იუტელთა ფრანგ ცენტრ რუდი გობერს.
ფაჩულიამ 14 წუთში 10 ქულა მიითვალა. ქართელი ცენტრის ოთხივე საჯარიმო ზუსტი იყო, ხოლო 4 ორქულიანიდან ზაზამ 3 ჩააგდო. 10 ქულასთნ ერთად მას 1 მოხსნა და 1 დაფარება დაუგროვდა. 22 ქულით ოკლენდელთაგან ბომბარდირი სტეფ კარი გახდა. კევინ დიურანტმა და დრეიმონდ გრინმა 17-17 ქულა დააგროვეს. კლეი ტომპსონის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. „იუტაში“ 13 ქულით ბომბარდირი გობერი გახდა, რომელმაც 8 მოხსნაც მიითვალა. 12-12 ქულა გორგონ ჰეივარდისა და როდნი ჰუდის ანგარიშზე დაგროვდა.
სერიის მეორე მატჩი კვლავ ოკლენდში, 5 მაისს გაიმართება.
GBF.GE