ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და გამარჯვება “მაიამი ჰითთან”
ახალი, 2017 წლის დადგომიდან „გოლდენ სტეიტმა“ და ზაზა ფაჩულიამ მე-5 მატჩი ჩაატარეს. წინა 4 მატჩში ქართველმა ცენტრმა 10-ქულიან ზღვარს უწია, ხოლო დღეს, „მაიამისთან“ ეს ტრადიცია დაარღვია, თუმც ე არაა მთავარი. ქართველმა ცენტრმა ჩვეული შემართებით ითამაშა და ოკლენდელთა მორიგ გამარჯვებაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წილი დაიდო.
ზაზას ნბა-ს უბობოქრესი ცენტრის – ჰასან უაითსაიდის ოპონენტობა უწევდა. მაიამელთა ცენტრმა მთლიანობაში ფაჩულიაზე 13 წუთით მეტ ხანს ითამაშა და მატჩის საუკეთესო სტატისტიკაც (28 ქულა, 20 მოხსნა) დაფიქსირა, თუმცა ქართველი როცა მოედანზე იყო, უაითსაიდი თავს თავისუფლად ვერ გრძნობდა და ეს, უპირველესად მატჩის დასკვნით წუთებზე ითქმის, როცა შეხვედრის ბედი გადაწყდა და ამაში ფაჩულიას როლი დიდია.
ზაზა ფაჩულია და გორან დრაგიჩი
„გოლდენ სტეიტმა“ კლეი ტომპსონი დაასვენა და სავარაუდოდ ეს იყო მიზეზი, რომ ლიგის ერთ-ერთმა უტსაიდერმა ლიდერს მისსავე მოედანზე ბრზოლა გაუმართა. ფლორიდელები ოკლენდში თამამად თამაშობდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში არ გატყდნენ. „გოლდენ სტეიტმა“ ვერა დაა ვერ მოიპოვა იმხელა უპირატესობა, რომ დამშვიდებულიყო.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1 ქულით წააგეს, ხოლო მესამე მეოთხედში იძალეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით დაწინაურდნენ. ჰასან უაითსაიდმა მეოთხე 12-წუთეულის დაწყებისთანავე დიდად გაილაღა და მისი ფარზე დომინირებით „მაიამიმ“ საფინალო სირენამდე 6:15 წუთით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 82:85. სწორედ ამ დროს გამოვიდა მოედანზე ზაზა ფაჩულია, რომელიც თამაშში მანამდე 9 წუთი არ იმყოფებოდა. აქ აღსანიშნავია ის, რომ ფაჩულიას სეონის დაწყებიდან ბოლო წუთებზე მოედანზე ყოფნა თითქმის არ უწევდა. მწვრთნელს ის ბოლო პერიოდში თამაშში იშვიათად შეჰყავდა, ისიც მეოთხედის დააწყისში. ბოლო მატჩებში კი ეს ვითარება შეიცვალა – ფაჩულიას გადამწყვეტ წუთებში და ოვერტაიმშიც კი, მოედანზე ყოფნა უწევს და ზაზაც ამართლებს.
85:82 ანგარიშზე ფაჩულიას თამაშში ჩართვის შემდეგ, მაიამელთა ლიდერმა ჰასან უაითსაიდმა დარჩენილ 6 წუთში მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, „გოლდენ სტეიტმა“ კი გაქცევა მოაწყო და ჯერ 96:85 დაწინაურდა, ხოლო ბოლოსწინა წუთზე, როცა ფაჩულიამ ბურთი ჩაჭრა და სტეფ კარის ზუსტ გარღვევას დაუდო სათავე, მატჩის ბედი გადაწყდა – მასპინძლები 11 ქულით დაწინაურდნენ და სეზონის 33-ე გამარჯვება გაიფორმეს. ზაზაც თამაშის დასრულებამდე 1:17 წუთით ადრე გავიდა მოედნიდან გამარჯვებაგანაღდებული და თან 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა გაიტანა.
ფჩულიამ მთლიანობაში 24 წუთი ითამაშა და ისევ შედეგიანად ესროდა: 5-დან 3 ორქულინი და 2-დან 2 საჯარიმო. რაც შეეხებათ ოკლენდელ ბომბარდირებს – კევინ დიურანტმა 28 ქულა მოაგროვა, ხოლო სტეფ კარიმ – 24.
33 მოგებითა და 6 მარცხით „გოლდენ სტეიტმა“ ლიგის ლიდერობა განიმტკიცა, რადგან მდევარმა „სან ანტონიომ“ დღეს სეზონის მე-8 მატჩი წააგო. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 13 იანვარს, ისევ ოკლენდში, „დეტროიტ პისტონსთან“ ელის.
GBF.GE