ფაჩულიას 8 ქულა და 5 მოხსნა ჩიკაგოში ბოლო წუთებზე წაგებულ მატჩში (ვიდეო)
2015 წლის აპრილის შემდეგ, 146 მატჩის მანძილზე „გოლდენ სტეიტს“ ზედიზედ 2 მატჩი არ წაეგო. 1 მარტს ოკლენდურმა გუნდმა ვაშინგტონში „ვიზარსთან“ წააგო, დღეს, გამთენიისას კი „უორიორსი“ ჩიკაგოშიც დამარცხდა და ზემოთაღნიშნული სერიაც შეწყვიტა.
„გოლდენ სტეიტმა“ „ჩიგაგოსთან“ მატჩის ბოლო 3 წუთი 2:10 წააგო და საბოლოოდ 87:94 დამარცხდა. დუეინ უეიდის „ბულსმა“ ბოლო 6 მატჩში მე-5-ჯერ იმარჯვა. გოლდენსტეიტელებმა ტრავირებული კევინ დიურანტის გარეშე ითამაშეს, რომლის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 8 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. ჩიკაგოელთა ცენტრმა, რობინ ლოპესმა 22 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვლა. გამარჯვებულებს ჯიმი ბატლერმა 22 ქულით ულიდერა, „გოლდენ სტეიტში“ კი 23 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.
50 მოგებისა და 11 მარცხის მქონე „გოლდენ სტეიტი“ ლიგას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. აღმოსავლური ტურნის მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 6 მარტს, ნიუ იორკში „ნიკსთან“ გამართავს.
GBF.GE