ფაჩულიას 8 ქულა და 9 მოხსნა “შარლოტთან” წაგებულ მატჩში
ზაზა ფაჩულიამ “შარლოტთან” სასტარტო ხუთეულში – 38:21 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა და 1 მოხსნა დააკლდა. შესაბამისად, ზაზამ 8 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რასაც 3 ჩაჭრა და 3 პასი მოაყოლა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
მილუოკელებმა თანაკონფერენციელ, საშუალოზე ძლიერ გუნდს უმასპინძლეს, რომელიც 33 მოგებითა და 34 მარცხით საპლეიოფო ზონაშია და საოცრება უნდა მოხდეს, რეგულარული ჩემპიონტის დასრულების შემდეგ აღმსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალში რომ არ იასპარეზოს.
შარლოტელებმა მილუოკიში 101:92 იმარჯვეს და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გააგრძელეს. გამარჯვებულებს ალ ჯეფერსონმა ულიდერა, რომელიც ზაზა ფაჩულიას უშუალო ოპონენტი იყო მოედანზე. შარლოტელთა ცენტრმა 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, 21 ქულა და 8 პასი ჰქონდა სტუმართა გამთამაშებელ კემბა უოლკერს.
13 მოგება და 54 წაგება – მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში და სრულიად პროფესიულ ლიგაში ბოლო ადგილზე არიან. დასავლური ტურნის პირველ მატჩს ფაჩულიას გუნდი 19 მარტს, პორტლენდში “ტრეილ ბლეიზერსთან” გამართავს.
gbf.ge