ფაჩულიას გუნდი შინ “საკრამენტოსთან” დამარცხდა
ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ „საკრამენტოს“ უმასპინძლა და 102:116 დამარცხდა. საკრამენტოელებს არ ჰყავთ ძლიერი გუნდი, მაგრამ მილუოკელების დამარცხება მაინც მოახერხეს.
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 16:23 წუთი გაატარა. ფაჩულია, რომელიც ფარქვეშა ბრძოლებში გამორჩულია ხოლმე, დღვანდელ მატჩში შედარებით ინერტული იყო. ზაზას საჯარიმო არ უსვრია და მხოლოდ 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 3 პასით და 1 მოხსნით დაასრულა.
„მილუოკიში“ 25 ქულით ბომბარდირი ბრენდონ ნაითი გახდა, 15 ქულა დააგროვა ჯეფ ადრიენმა, საკრამენტოელებს კი აიზია ტომასმა 25 ქულით ულიდერა.
„მილუოკის“ 12 მოგების წილ 48 მარცხი აქვს და ლიგაში ბოლო ადგილი უკავია. მორიგი შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 8 მარტს, ნიუ ორლეანსში, „პელიკანსთან“ ელის.
gbf.ge