ფაჩულიას “მილუოკიმ” ფილადელფიაში დამაჯერებლად იმარჯვა
ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მიმდინარე სეზონის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა ფილადელფიაში “სიქსერსი” დაიბრიყვეს და მთელი 20 ქულით მოუგეს – თანმეტოქეს მთელი 130 ქულა ჩაუგდეს. “ხრირმებმა” მეტოქე მეორე მეოთხედში გატეხეს, რომელიც 43:16 მოიგეს და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვებაც გაიფორმეს – 130:110.
“ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელიც 130 ქულას აგდებს. დღეს უბრალოდ ძალიან კარგი საღამო იყო” – აღნიშნა ნამატჩევს მილუოკელთა თავკაცმა ლარი დრიუმ. ფილადელფიელთა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა კი თქვა: “ეს იყო ჩვენი ექსტრაორდინალურად ცუდი თამაში”.
სამწუხარო ისაა, რომ 130 ქულიდან ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე მხოლოდ 2-იან. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე 18,13 წუთი იმყოფებოდა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 ქულას 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მილუოკელთაგან 25 ქულით ბომბარდირი ოჯეი მაიო გახდა, ერსან ელიასოვამ კი 20 მიითვალა.
45 წაგების მქონე “მილუოკისთვის” ეს გახლდათ მე-11 გამარჯვება. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 27 თებერვალს, ნბა-ს ლიდერთაგან “ინდიანასთან” ინდიანაპოლისში ელის.
GBF.GE