ფაჩულიას “მილუოკის” გამარჯვება ორლანდოში
ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა წარმატებას ფლორიდაში – “ორლანდოსთან” დაძაბულ ბრძოლაში მიაღწიეს –104:100.
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 15,41 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად ზაზამ 2 მოხსნა დააგროვა.
მილუოკელებს 21 ქულით კერონ ბატლერმა ულიდერა, ბრენდონ ნაითმა 18 დააგროვა, ნეით ვოლტერსის ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. სწორედ ვოლტერსის 3-ქულიანმა გადაწვიტა მატჩის ბედი, რომელიც მილუოკელთა უკანახაზელმა თამაშის დასრულებამდე 29 წამით ადრე ჩააგდო და თავისიანები 104:100 დააწინაურა.
10 მოგებითა და 43 მარცხით “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 20 თებერვალს, საკუთარ მოედანზე “დენვერთან” გამართავს.
GBF.GE