ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და “გოლდენ სტეიტის” იოლი გამარჯვება დენვერში (ვიდეო)
ზაზა ფაჩულიამ დენვერში სამი ოთხიანი დასვა. ქართველმა ცენტრმა 14 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა, მისმა „გოლდენ სტეიტმა“ კი „ნაგეტსი“ 125:101 გაანადგურა.
4 ჩაჭრა მატჩის საუკეთესო და ფაჩულიას პირადსარეკორდო შედეგი იყო. რაც „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა, 7 საგამფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში ზაზას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია. დღეს კი დენვერში დაცვითი თამაშის მასტერკლასი ჩაატარა და 14 წუთში 4 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და ორივე სროლა წარმატებით დააგვირგვინა. ზაზამ 2 ბურთი საკუთარ, ორიც მეტოქის ფარზე მოხსნა. ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქეს შავი დღე აყარეს. სტეფ კარიმ ამჯერად 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა 18 ქულა მოაგროვეს.
7 მოგებითა და 2 მარცხით გოლდენსტეიტელები დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე არიან, ხოლო შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, შინ „ფინიქსთან“ გამართავენ.
GBF.GE
იხილეთ ვიდეო: