ფაჩულიას პორტლენდთან ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა
ზაზა ფაჩულიას გუნდმა წაგებებს უხშირა. “მილუოკი ბაქსმა” მორიგი შეხვედრა შინ, “პორტლენდ ბლეიზერსთან” 82:91 წააგო. “ირმები” ბოლომეოთხედამდე არ ნებდებოდნენ, თუმცა გაცილებით უკეთსი შედეგების მქონე პორტლენდელებმა თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 28,19 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ მილუოკელთა შემადგენლობაში 29 წუთზე მეტი არავის უთამაშია. ფაჩულიამ 10 ორქულიანიდან 4, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 ჩააგდო, 11 ქულა მოაგროვა და ორმაგ მოხსნამდე 2 მოხსნა დააკლდა. ზაზამ თამაში 11 ქულით, 8 მოხსნით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა.
2 მოგებითა და 8 მარცხით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაშ ბოლო, მე-15 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში, 22 ნოემბერს, “მილუოკი” “ფილადელფიას” დაუპირისპირდება.
GBF.GE