ფაცაცია კრივბასში: 13 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ ურაინის სუპერლიგაში ორმაგი დუბლი შეასრულა. მის გუნდს კი ცოტა დააკლდა კრივბასში ადგილობრივი გუნდის დამარცხებამდე. “აზოტს”, რომელსაც ამ მატჩამდე უკრაინის ჩემპიონატში 4-დან 4 წაგება ჰქონდა, კრივბასში 72:74დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი თავის გუნდში საუკეთსო იყო. მისი სტატისტიკა საკმაოდ უხვი გამოდგა. ფაცაციამ 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანიდა 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულას ლევანმა 13 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაყოლა. 20 ქულა დააგროვა აზოტელმა დონალდ სიმსმა, თუმცა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (15) ფაცაციასას (21) გვარიანად ჩამორჩება.
“კრივბასის” შემადგენლობაში ითამაშა ამერიკელმა ნეით ბოუიმ, რომელიც 2012-13 წლების სეზონში საქართველოში, “რუსთავის” შემადგენლობაში თამაშობდა. ბოუი კრივბასელებს 8 ქულით, 5 მოხსნითა და 3 პასით შეეშველა.
5-დან 5 მარცხით ფაცაციას გუნდი უკრაინის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. 7-დან 7 მოგებით კი პირველზე ფაცაციას მეგობარ გიორგი ცინცაძის “დონეცკია” გამაგრებული. მომდევნო მატჩს “აზოტი” 1 დეკემბერს “ბკკიევთან” უკრაინის დედაქალაქში გამართავს.
GBF.GE