ფედერაციის გამგეობის წევრები ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ (VIDEO)
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები დღეს ოლიმპიურ კომიტეტში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრას ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და ვიცე-პრეზიდენტები – მამუკა ხაბარელი და ნინო სალუქვაძე ესწრებოდნენ.
ფედერაციის გამგეობის წევრებმა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს იმ შეხვედრების შედეგები გააცვნეს, რომლებიც საკალათბურთო წრეებთან გამართეს. შეგახსენებთ, რომ გამგეობამ სხვადასხვა საკალათბურთო ფენების წარმომადგენლებთან 7 შეხვედრა გამართა, რომელთაგან მომავალ საპრეზიდენტო არჩვნებთან დაკავშირებით რჩევები და რეკომენდაციები მიიღო.
გამგეობის წევრებმა შეხვედრები დაასრულეს, ხვალ კი საბოლოოდ დაადგენენ 11 დეკემბერს გასამართი არჩევნების პროცედურებსა და დელეგატთა რაოდენობას.
GBF.GE