ფერნანდუ სანტუში: “ჩვენთვის მომდევნო მატჩი ფინალის ტოლფასია”
პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის ევრო-2016-ის F ჯგუფში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა შეაჯამა.
“22 ივნისს გადამწყვეტი მატჩი გველის – ეს ჩვენთვის ამ ტურნირის პირველი ფინალი იქნება.
ახლა აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ რამდენი მომენტი გავაფუჭეთ, ვინაიდან მომდევნო შეხვედრა ჩვენთვის ფინალის ტოლფასია.
დღევანდელი შედეგის იგნორირება არ შეიძლება. მეგონა, რომ ავსტრიის ნაკრები მეტს შეგვიტევდა, თუმცა ასე არ მოხდა. მეტოქე სწრაფ კონტრშეტევებზე გადმოდიოდა. შემდეგ ინიციატივას პორტუგალიის ნაკრები დაეუფლა.
ავსტრიის ნაკრებს მშვენიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ მეტოქემ თამაში კონტრშეტევებზე ააგო. რამდენიმე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სათამაშო რითმი უნდა დაგვეჭირა. მეორე ტაიმში თამაში შედარებით დაბალანსდა.
უნგრეთის ნაკრები ჩვენთან საყაიმო შედეგზე თანახმა იქნება. ისინი ძალზედ მოტივირებულნი იქნებიან და ეს კედელი უნდა მოვანგრიოთ”, – ციტირებს სანტუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.