ფიბა-ს ცენტრალური ბორდი შეივსო, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო
ფიბა-ს ცენტრალურმა სამმართველომ (ბორდი) ახლი პრეზიდენტის, ჰორაციო მურატორეს ხელმძღვანელობით პირველი სამუშო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დღის წესრიგში ბორდში ახალი წევრების მიღება და საკალათბურთო წესებში გარკვეულ ცვლილებებზე მსჯელობა იყო.
ცენტრალურმა ბორდმა თავის შემადგენლობაში ახალი წევრები აირჩია, რომელთა შორისაც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ეს აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფიბა-მ და შესაბამისად ფიბა-ევროპამ ევროპის ჩემპიონატის 4 წელიწადში ერთხელ ჩატარება და მსოფლიო პირველობისთვის ცალკე შესარჩევი ტურნირის შემოდგომა-გაზაფხულზე გამართვა გადაწყვიტეს.
ჰორაციო მურატორე – ფიბა-ს პრეზიდენტი
ცენტრალურმა ბორდმა აირჩია კალათბურთის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი და ის ცნობილი საკალათბურთო ფუნქციონერი ივან მაინინი გახდა, რომეიც თავისთავად ცენტრალურ ბორდშიც შევდა. მასთან ერთად ბორდის ახალი წევრები გახდნენ:
– რიჩარდ ტატუმი (აშშ), ნბა-ს კომისრის მოადგილე და მთავარი საოპერაციო ოფიცერი (ფიბა-ში იქნება ნბა-ს წარმომადგენელი);
– ვლადე დივაცი (სერბეთი), სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (ფიბა-ში იქნება ნბა-ს მოთამაშეთა წარმომადგენელი);
– რიჩარდ კერიონი (პუერტო რიკო), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და კომპანია „პოპულარის“ გენერალური მენეჯერი;
– იულია ანიკეევა (რუსეთი), რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
– მანუელ V პანგილინანი (ფილიპინები), ფილიპინების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
– ერიკ ტოჰირი (ინდონეზია), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
შეიქმნა ფიბა-ს ახალი აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის წევრებიც ცენტრალური ბორდის შემადგენლობიდან აირჩიეს. ესენი არიან:
– ჰორაციო მურატორე (არგენტინა),ფიბა-ს პრეზიდენტი
– პატრიკ ბაუმანი (შვეიცარია), ფიბა-ს გენერალური მდივანი
– ინგო ვეისი (გერმანია), ფიბა-ს ფინანსური დირექტორი
– რიჩარდ კერიონი (პუერტო რიკო), ცენტრალური ბორდის წევრი
– თურგაი დემირელი (თურქეთი), ფიბა-ევროპის პრეზიდენტი
– ჰამან ნიანგი (მალი), ფიბა-აფრიკის პრეზიდენტი
– ხოსე ლუის საესი (ესპანეთი), ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
– ბარტონ შიპლი (ახალი ზელანდია), ფიბა-ოკეანიას პრეზიდენტი
ცენტრალურმა ბორდმა აირჩია ფიბა-ს 3 ვიცე-პრეზიდენტი, რომლებიც გახდნენ ზეოთხსენებული ჰამან ნიანგი და თურგაი დემირელი, ასევე ჩინეთის სპორტის მინისტრი (კალათბურთის განხრით) ტიან ქსიაო.განხილულ იქნა ის სამომავლო ნაბიჯები, რომლებიც 2017 წელს ახალი კალენდრის შემუშავებასთან დაკავშირებით უნდა გადაიდგას. ასევე აირჩიეს ფიბა-ს საერთაშორისო ფონდის წევრები, რომელთა უფლებამოსილება, ისევე როგორც თავად ცენტრალური ბორდისა, განისაზღვრა მომავალი 5 წლის ვადით.
ცენტრალურმა ბორდმა ექსპერიმენტის სახით მიიღო წესი, რომელიც მოთამაშეთა მიერ თავზე სატარებელი მანჟეტების გამოყენებას ამსუბუქებს. მანჟეტების ტარება აქამდე მკაცრ ჩარჩოებში იყო მოქცეული, ამიერიდან კი მოთამაშეებს შეეძლებათ ნებისმიერი სახის მანჟეტი ატარონ, თუკი ის მათ და მოედანზე მყოფთათვის საფრთხის მატარებელი არ იქნება. ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების დონეზე და კონკრეტული ეროვნული ფედერაციის მიერ ფიბა-ში გაკეთებული მოთხვნის საფუძველზე. აღნიშნული რეგულაციის საცდელი პერიოდი იქნება 2 წელი, რის შემდეგაც, წარმატებული გამოყენების შემთხვევაში, ეს რეგულაცია (ფიბა-ს მასშტაბით) საყოველთაო გახდება.
და ბოლოს, კალათბურთის საერთაშორისო ფონდის ბორდმა ფიბა-ს საპატიო პრეზიდენტად აირჩია ივან მაინინი.
GBF.GE