პოლ პირსი: „ჯერ არ ვიცი, თუ სად გადავალ“
თავისუფალმა აგენტმა პოლ პირსმა ჯერჯერობით არ იცის, თუ სად გააგრძელებს თავის კარიერას. ამჟამად ვეტერანი „ბრუკლინ ნეტსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს, თუმცა „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადასვლასაც არ გამორიცხავს.
„სად გადავა ლებრონ ჯეიმსი? თვითონაც არ ვიცი, სად გადავალ, ლებრონზე საუბარი კი ზედმეტია.
ბრუკლინში ჩინებული სეზონი ჩავატარე. დიახ, ჩვენ ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეს. სამწუხაროდ, მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმცა „ნეტსში“ ყველაფერი მაწყობდა და არავინ იცის, თუ სად დავიწყებ ახალ სეზონს.
რივერსმა დამირეკა. ახლა დასვენებაა, შესაბამისად გუნდებთან კონტაქტის უფლება გვაქვს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველა ლებრონისა და მელოს გადაწყვეტილებას ელის. ამის შემდეგ კი, კლუბები უკვე სხვა მოთამაშეებზე იფიქრებენ“, – ციტირებს ვეტერანს ESPN New York-ი.