პოპოვიჩი: „მიხარია, რომ დავბრუნდი“
„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩის შემდეგ (111:89) აღიარა, რომ სამსახურში დაბრუნებით გახარებულია.
პოპოვიჩმა ექიმთან ვიზიტისა და სამედიცინო პროცედურების გამო ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა.
„რა თქმა უნდა, მიხარია. არც კი ვიცი, კალათბურთის გარდა, კიდევ რითი შემიძლია დავკავდე. ახლა ზამთარია, ყვავილები და მცენარეები არ იზრდებიან. ახლა წიგნებთან ბრძოლა მაქვს, რადგან ჩემს ასაკში იმდენი წიგნის წაკითხვა მსურს, რამდენის წაკითხვასაც უბრალოდ ვერ შევძლებ. ასე რომ, არჩევანის წინაშე ვიქნებოდი: ან ვერაფერს წავიკითხავდი, ან დროს მხოლოდ ამაზე დავხარჯავდი. კარგია, რომ დავბრუნდი და ეს პრობლემა თავისით მოგვარდა.
ვყვიროდი თუ არა მატჩების ტელევიზორში ყურებისას? არა, ენერგიის შენახვა ჩემი დაბრუნებისთვის გადავწყვიტე“, – ციტირებს პოპოვიჩს ESPN.com-ი.