ქალთა ლიგის გახსნას სენაკში პრეზიდენტი გაბრიჩიძე დაესწრო
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალთა შორის 10 აპრილს, სენაკში დაიწყო. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, წლევანდელ გათამაშებაშიც 4 გუნდი მონაწილეობს – რუსთავის „ვეჯინი, „ახმეტა, „ქუთაისი“ და ზუგდიდის „კოლხი -2014“.
ჩემპიონატში ზუგდიდური გუნდის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ქალთა კალათბურთისთვის. სამეგრელოში გოგონათა საკალათბურთო წრეები ფუნქციონირებს და წელს მათ ეროვნულ ჩემპიონატში ზუგდიდის სახელის დაცვა მოუწევთ.
ტურნირის გახსნას სენაკში საგანგებოდ ჩასული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დაესწრო, რამაც მონაწილე სპორტსმენები დადებითად დამუხტა. ტურნირის მონაწილეებმა პრეზიდენტთან სამახსოვრო სურათი გადაიღეს.
რაც შეეხება გათამაშების ფორმატს, ქალთა ლიგა 4 წრედ ტარდება. სენაკის შემდეგ ტურნირის მონაწილე 4 გუნდი თავს ქუთაისში მოიყრის. დარჩენილი 2 წრის თამაშები თელავსა და რუსთავში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით გუნდები პლეი ოფში დაწყვილდებიან. 1-ლ ადგილზე გასული გუნდი მე-4 ადგილოსანს შეხვდება, მე-2 კი მე-3-ს. ნახევარფინალებში და ფინალში გამარჯვებული 1 მოგების შედეგად გამოვლინდება. პლეი ოფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს.
სენაკის ტური 3 სათამაშო დღისგან შედგება. 10 აპრილს 2 მატჩი გაიმართა. ქალთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, რუსთავის „ვეჯინმა“ „ქუთაისი“ 68:54 დაამარცხა „ქუთაისი“, ხოლო „ახმეტამ“ დებიუტანტ ზუგდიდის „კოლხს“ 74:57 სძლია.
ზუგდიდი ,,კოლხი 2014’’ – ახმეტა 57:74
ზუგდიდი ,,კოლხი 2014’’: ლალი ურუშაძე – 31ქულა; ვერონიკა კიკოტი – 9ქულა, 22მოხსნა, 6პასი;
ახმეტა: ნინო მამუკელაშვილი – 37ქულა, 15მოხსნა; მარი მამუკელაშვილი – 15ქულა; მარიზა ხოხობაშვილი – 8ქულა, 19მოხსნა.
რუსთავის ,,ვეჯინი’’ – ქუთაისი 68:54
რუსთავის ,,ვეჯინი’’: ნათია ფუტკარაძე – 20ქულა, 11მოხსნა, 6პასი; ანა მაისურაძე – 19ქულა; დაჯი ციკორიძე – 10ქულა, 9მოხსნა; ხათუნა საჯაია – 9ქულა, 15მოხსნა.
ქუთაისი: ნინო გაბიძაშვილი – 22ქულა; ნელი ჟორჟოლიანი – 13ქულა, 15მოხსნა.
GBF.GE