ქართველმა 16-წლამდელებმა თურქულ ტურნირზე სლოვენია დაამარცხეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მოიგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ქართველებმა საწყისი 2 წაგების შემდეგ მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. საქართველო სლოვენიის ნაკრებს შეხვდა, რომელთანაც მესამე მეოთხედის მიწურულს 22 ქულით აგებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 85:81.
საქართველოს მსგავსად სლოვენიელებმა ჯგუფის პირველი 2 შეხვედრა წააგეს. დღევანდელ მატჩში კი გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ქართელებმა არ დაანებეს. კაზანჯიანის გუნდმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სლოვენიელები 62:40 იგებდნენ და ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, თუკი დამარცხდებოდნენ.
ქართველები წაგებას არ შეეგუვნენ და ბოლომდე იბრძლეს. მესამე მეოთხედის დასრულებამდე ლადო ფურცხვანიძის, საბა აკობიას, გიორგი გვიანიძის და გიორგი ცხოვრებოვის შედეგიანობით ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს – 56:65. გადამწყვეტ მეოთხედში ქართველებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს და მატჩის დასრულებამდე 4,30 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 73:73. ქართველების ქებული თამაშით თავბრუდახვეულმა სლოვენიელებმა ერთი კი გაიბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ ვერას გახდნენ.
ქართველებში 16 ქულითა და 12 ქულით ლადო ფურცხვანიძე გამოირჩა. 17 ქულით კი ბომბარდირი საბა აკობია გახდა. 10-10 ქულა მიითვალეს ლუკა ბულაშვილმა და ლევან ბაბილოძემ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის განაგრძობს. 6 თებერვალს კაზანჯიანის გუნდი ბოსნიას დაუპირისპირდება.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია. თურქეთი. 4 თებერვალი
სლოვენია 81:85 საქართველო
20:14, 25: 17, 20:25, 16:29
საქართველო: დარბაიძე (7ქ, 5მ), ლოლიშვილი, ცხოვრებოვი (2), ფურცხვანიძე (16ქ, 12მ), აკობია (17ქ, 5მ), ლეონიძე (3), დოლიძე (2), გვიანიძე (8), თვალაბეიშვილი (4), ბულაშვილი (10), აფხაზავა (6ქ, 6პ), ბაბილოძე (10)
gbf.ge