ქართულ დერბიში მარკოიშვილის ცსკა-მ ფაცაციას გუნდი გაანადგურა
ვითიბი ლიგაში ქარველი კალათბრთელების გუნდები შეხვდნენ. ტურნირის ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა „ნიჟნი ნოვგოროდმა“, რომლის ღირსებასაც ლევან ფაცაცია იცავს, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს უმასპინძლა და შანსოდ წააგო. მოსკოვურმა გრანდმა მასპინძლები 84:59 გაანადგურა.
ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ფაცაცია იყო, რომელმაც მოედანზე 14:41 წუთიდაჰყო და 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ლევანმა თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა,ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
მარკოიშვილმა 19:33 წუთი ითამაშა და მოსკოვურ კლუბს 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა.ქართველმა უკანახაზელმა ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 შეცდომადაუშვა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ცსკა–ს და “ნიჟნი ნივოგოროდს” უკვე ერთნარი მაჩვენებლები (10 მოგება, 1 მარცხი) გააჩნიათ დაპირველ–მეორე პოზიციებს ინაწილებენ. ვითიბი ლიგის მორიგი ტურის კიდევ ერთი ცენტრალურიმატჩი 22 დეკემბერს ჩატარდება, როდესაც მესამედგილოსანი “ხიმკი” მე-4 პოზიციაზე მყოფ ვიქტორსანიკიძის “უნიკსს” უმასპინძლებს.
gbf.ge