ქართველები საუკეთესოები იყვნენ, სარაგოსამ კი იტალიაში 2 ქულით წააგო
ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის კარგი თამაშის მიუხედავად ევროთასის მორიგი ტურის მარტჩი ესპანურმა “სარაგოსამ” იტალიაში, “ვირტუსთან” წააგო. ვიქტორ სანიკიძის ყოფილმა გუნდმა “ვირტუსმა” სარაგოისელები ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბრძოლაში,83:81 დაამარცხა.
საერთო სარგებლიანობის ინდექსის გათვალისწინებით, ქართელი კალათბურთელები “სარაგოსაში” საუკეთესოები იყვნენ. შერმადინის ინდექსმა 20 შეადგინა, ხოლო სანიკიძისა – 17. ორივე მათგანი სასტარტო ხუთეულში იყო. შერმადინმა 23.36 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
სანიკიძემ მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა, თუმცა საკმაოდ სარგებლიანი იყო და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ვიქტორმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 10 ქულასთან ერთად სანიკიძემ 8 მოხსნა, 1 ჩაჭრადა 1 დაფარება მიითვალა.
სარაგოსელები ბოლო მეოთხედის წინ 61:56 იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი პერიოდი 20:27 დათმეს და საბოლოოდ ტურნირში მე-4 მარცხი იგემეს. ქართველების გუნდს 5 მოგება გააჩნია და ჯგუფიდან გამსვლელ მე-3 ადგილს ინარჩუნებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “სარაგოსა” ფრანგულ “გრაველინს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავა.
GBF.GE