ქართველების სარაგოსამ ვილნიუსში “რიტასს” ვერ აჯობა
ქართელების “სარაგოსამ” ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩი ვილნიუსში, “ლიეტუვოს რიტასთან” 75:87 წააგო. არადა, 1 კვირის წინ სარაგოსელებმა ესპანეთში ლიტვური გუნდი 94:60 გაანადგურეს და სტუმრად გამარჯვების ჯანსაღი ამბიციაც გააჩნდათ.
ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები მხოლოდ 4 ქულით იგებდნენ და სარაგოსელებს გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ბოლო მომენტში ვერ იყოჩაღეს და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვერ მოიპოვეს.
ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთულში იყო. გიორგი შერმადინმა 23.09 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ქართელმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მას სარაგოსელთა შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. საუკეთესო კი ჰოლანდიელ ცენტრ ჰენკ ნორელმა დააგროვა – რომელმაც 16.22 წუთში 16 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
სანიკიძემ 12.18 წუთი ისე ითამაშა, მოხსნა არ გაუკეთებია. რაც შეეხება ქულებს, ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამინი კი ააცილა. 4 ქულა და 2 პასი იყო სანიკიძის მონაგარი 2 დაკარგვის ფონზე.
3 მატჩიდან სარაგოსელებს 1 გამარჯვება აქვთ და დარჩნილ მატჩებში დიდი მოწადინება მოუწევთ, ჯგუფიდან რომ გააღწიონ. დარჩნილი კალენდარი ასე გამოიყურება: 12 თებერვალს სტუმრად “ცედევიტასთან”, 19 თებერვალს შინ – “ბეშიქთაშთან”.
gbf.ge