ქართველი 16-წლამდელების მორიგი მსხვერპლი რუმინეთი გახდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი შევსება ეზრდება. 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის, ირაკლი ტომარაძის და თემურ კანკიას გაწვრთნილმა ნაკრებმა მეტოქე კვლავ გაანადგურა. ქართველებმა ამჯერად რუმინეთი არ დაინდეს და მეტოქე 97:63 დაამარცხეს.
რომ არა კენჭისყრის უსამართლობა, საქართველო ახლა „ა“ დივიზიონში გადსასვლელად იბრძოლებდა და არა მე-9 ადგილისთვის. კაზანჯიანის გუნდი პირველ ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის 2 ფავორიტთან – ისრაელთან და სლოვენიასთან მოხვდა და ამ გუნდებთან მარცხის გამო, თუმც საბოლოოდ ბურთების შეფარდებით, ჯგუფში ჩარჩა.
9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადართული საქართველოს ნაკრები ამ საკვალიფიკაციო შეჯიბრის აშკარა ფავორიტია და პირველ მატჩში ესტონეთის 32 განადგურების შემდეგ რუმინეთი 34 ქულით გააცამტვერა. ქართველებს 21-21 ქულით ლევან ბაბილოძემ და გიორგი ცირეკიძემ ულიდერეს. 20 ქულა დააგროვა ლუკ ბულაშვილმა, გიორგი თვალაბეიშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო G ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მორიგ მატჩს H ჯგუფის მეორეადგილოსან ჰოლანდიასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში კაზანჯიანის გუნდი ტურნირის მე-9 ადგილისთვის მატჩში მაკედონიასა და ბულგარეთს შორის მოგებულს შეხვდება. არადა, ამ წყვილში დამარცხებულთან მე-11 ადგილისთვის ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. მაკედონია, შტრუმიცე. 27 აგვისტო
საქართველო 97:63 რუმიენთი
21-16, 19-17, 26-13, 31-17
gbf.ge