ქართველმა 16-წლამდელებმა თბილისში ჩამოსული უკრაინის ნაკრები გაანადგურეს
საქართველოში საკონტროლო მატჩების გასამართად ჩამოსულია უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც დღეს, გია კაანჯიანის გაწვრთნილი ნაკრები „დინამოს“ ბაზაზე შეხვდა და 82:59 გაანადგურა.
უკრაინა სულაც არ არის ბეჩავი. სლავთა ნაკრები „ა“ დივიზიონის წევრია და გასულ ზამთარში თურქეთში გამართულ წარმომადგენლობით ტურნირზე კარგადაც გამოვიდა. უკრაინელების საქართველოსი ჩამოსვლა არ იგეგმებოდა. პირიქით, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ჰქონდა კიევში სპარინგ-მატჩები დაგეგმილი, თუმცა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო სლავებმა თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტეს.
დღევანდელი შეხვედრა ქართველების დიდი უპირატესობით (17:3) რომ დაიწყო, ასევე გაგრზელდა და დასრულდა. კაზანჯიანის გუნდმა საკმაოდ დალაგებული, გააზრებული და სანახაობრივი თამაში აჩვენა.
16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში არიან და ოფიციალურ ტურნირზე თამაში 20-30 აგვისტოს, მაკედონიაში უწევთ. კაზანჯიანის გუნდის მეტოქეები ჯგუფში მაკედონია, ისრაელი, ნორვეგია და სლოვენია არიან.
29 სექტემბერს საქართველოსა და უკრაინის 16-ლამდელთა ნაკრებების თამაში კვლავ „დინამოს’ ბაზაზე, 19:00 საათზე გაიმართება, ხოლო 30-ში ეს გუნდები შუადღეს, 12:00 საათზე ითამაშებენ.
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. დინამოს ბაზა. 28 ივლისი
საქართველო 82:59 უკრაინა
25:13, 17:12, 21:22, 19:12
საქართველო: დარბაიძე (7), ლოლიშვილი (3), კორსანტია (2), ფურცხვანიძე (6), აკობია (7), ლეონიძე (3), გვიანიძე (1), თვალაბეიშვილი (9), ბულაშვილი (13), ყეინაშვილი, აფხაზავა (13), ბაბილოძე (18)
gbf.ge