ქართველმა 16-წლამდელებმა უკრაინა ისევ იოლად დაამარცხეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებს ისევ მოუგო. გუშინ 23-ქულიანი გამარჯვების შემდეგ ქართველებმა დღეს უკრაინელები შედარებით დაინტეს და 16-ქულიანი მარცხი აკმარეს.
როგორც ჩანს, ქართველ 16-წლამდელებს მომატებული აქვთ, რადგან ეს გუნდები გასულ თებერვალში თურქეთში, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობდნენ და უკრაინელებს ქართველებზე უკეთესი თუ არა, ნაკლები თამასი არ უჩვენებიათ. სლავთა გუნდი წელს, 20-30 აგვისტოს „ა“ დივიზიონში იასპარეზებს, ქართველებს კი ამ პერიოდში „ბ“ დივიზიონში მოუწევთ ჭიდილი.
დრევანდელი შეხვედრა ქართველებმა კვლავ მობილიზებულად და შემართებით ჩაატარეს. ძლიერი დასაწყისის (19:6) შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდი ოდნავ მოდუნდა და მეორე პერიოდი მეტოქეს 16:23 დაუთმო. მწვრთნელმა დროულად მიიღო შესაბამისი ზომები და მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, ბოლო პერიოში კი აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და 64:48 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულითა და 7 პასით დავით აფხაზავა გამოირჩა. გუშინდელმა ბომბარდირმა ლევან ბაბილოძემ კი ამჯერად 13 ქულა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ლუკა ბულაშვილს, რომელმაც 14 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
ხვალ, 12:00 საათზე, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე საქართველო და უკრაინა მესამე სპარინგ-მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც სლავები სამშობლოში გაემგზავრებიან.
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. დინამოს ბაზა. 29 ივლისი
საქართველო 64:48 უკრაინა
19:6, 16:23, 10:10, 19:9
საქართველო: დარბაიძე (3), ლოლიშვილი (3), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (2), აკობია, ლეონიძე (8), გვიანიძე, თვალაბეიშვილი (6ქ, 8მ), ბულაშვილი (14ქ, 9მ), აფხაზავა (15ქ, 7პ), ბაბილოძე (13), დოლიძე
gbf.ge