ქუთაისმა და ჰიუნდაიმ მორიგი მოგებები მოიპოვეს

თარიღი: მარტი 18, 2014

რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და მით უფრო მძაფრდება ბრძოლა პლეი ოფში გასვლისთვის. კონკრეტულად კი, გასარკვევი მხოლოდ 1 საგზურის მფლობელია, რადგან „შსს-აკადემიამ“, „ჰიუნდაიმ“ და „ქუთაისმა“ უკვე გაინაღდეს პლეი ოფში თამაში.

ნახევარფინალის ბოლო საგზურისთვის 3 გუნდი იბრძვის, რომელთაგან ერთ-ერთმa, „ოლიმპმა“ დღეს საკალათბურთო აკადემიაში ითამაშა. ზაზა ცაგარეიშვილის გუნდის მეტოქე მეორეადგილოსანი „ჰიუნდაი“ იყო. ოლიმპელებს ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება, მაგრამ შედარებით ძლიერ მეტოქესთნ ვერაფერი გააწყვეს.

მატჩი 7-ქულიანი სხვაობით დასრულდა, თუმცა დაძაბული არ ყოფილა. „ჰიუნდაი“ მესამე მეოთხედამდე სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, რაც 23-ქულიანი ლიდერობით გამოხატა და ბოლო პერიოდს აზრი დაუკარგა. დასკვნითი ათწუთეული ოლიმპელებმა 27:11 მოიგეს და თავიანთ წაგებას ღირსეული იერი მისცეს.

გამარჯვებულთაგან 22 ქულა დააგროვა სანდრო ბოლქვაძემ, 21 – კახა გიორგაძემ, ლუკა ბულიავას ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა. „ოლიმპში“ ბომბარდირი 25 ქულის მომგროვებელი გიორგი იაკობიძე გახდა, თემურ ფხაკაძემ კი ორმაგი დუბლი – 18 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი): თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ. ყველაფერი ნორმალურად მიდიდოდა და თითქმის ყველა მოთამაშით  კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, არადა 24 ქულას ვიგებდით. გამძლეობაზე სერიოზულად გავქვს სამუშაო. ვფიქრობ, ეს ან დაღლის ბრალი იყო,  ან ზედმეტი თავდაჯერებულობის.

ზაზა ცაგარეიშვილი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ „ჰიუნდაის“ ამ გამარჯვებას, მართლაც საინტერესო თამაში გამოვიდა. თავიდან მართალია ბევრი ხარვეზი გვქონდა შეტევაში, მაგრამ შემდეგ მოვახერხეთ  მობილიზება და ცოტა დაგვაკლდა სენსაციამდე.  ამ შეხვედრაზე ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებდით და რამოდენიმე მოთამაშეც კი დავასვენეთ, მარამ შემდგომ მატჩებზე, სადაც პლეი ოფისთვის მოგვიწევს ბრძოლა, ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მიღწევისთვის.

ჰიუნდაი – ოლიმპი 84:77 

დღეს გამართულ მეორე მატჩში ერთმანეთს ბოლო ადგილზე მყოფი „სოხუმი“ და პლეი ოფში მესამე გუნდად გასული „ქუთაისი“ შეხვდნენ. 9:29 წაგების შემდეგ სოხუმელებმა ძლიერად ჩაატარეს პერიოდი და სოლიდური ჩამორჩენა ჯერ გააბათილეს და შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც – 48:46.

მოპოვებული ლიდერობის შენარჩუნება „სოხუმმა“ ვერ შეძლო და ბოლო პერიოდის ჩაგდების შემდეგ 19 ქულით – 61:80 დამარცხდა. ქუთაისელებს 29 ქულით და 21 მოხსნით უჩა გამრეკლიძემ ულიდერა, ლევან გრძელიძემ 20 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა, რატი ნუცუბიძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან 16 ქულით საუკეთესო შედეგი გურამ კენჭიაშვილს ჰქონდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ მეტოქეს მოგებას, ,,ქუთაისი’’ ჩვენზე ძლიერი გუნდია და ლოგიკური გამარჯვება მოიპოვეს.

შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,სოხუმი’’ ახალგაზრდა და მზარდი გუნდია, კლასით და გამოცდილებით ჩამოგვივარდებიან, ამიტომ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება არ გაგვჭირვებია. თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს მოგების და მოეშვნენ, ამის გამო კინაღამ დავისაჯეთ.

სოხუმი – ქუთაისი 61:80 

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა