„ქუთაისმა“ „დინამოს“ სეზონში მესამედ მოუგო
სუპერლიგის 21-ე ტურის პირველი მატჩი ქუთაისში შედგა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა წინა ტურში პირველ ადგილზე გასულ „დინამოს“ უმასპინძლა. მიმდინარე სეზონში „დინამოელებმა“ კოტე ტუღუშის გუნდთან წინა წრეების ორივე მატჩი წააგეს და დღესაც დამარცხდნენ – ამჯერად ქუთაისელებმა 4 ქულით (82:78) გაიმარჯვეს.,
პირველი მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 3 ქულით იგებდნენ (19:16), დიდი შესვენების წინ კი თავისი უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს. სტუმრებმა მოახერხეს და მესამე მეოთხედი 12 ქულით მოიგეს, შესაბამისად, 1 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ გადამწყვეტ ათ წუთში უკეთესი კვლავ „ქუთაისი“ იყო.
გამარჯვებულთა მხრიდან შთამბეჭდავი 15 ქულით, 17 მოხსნითა და 2 პასით საუკეთესო ბექა ბექაური გამოირჩა, „დინამოდან“ საუკეთესო ისევ გიორგი შარაბიძე გამოდგა, რომელმაც 19 ქულით, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ასევე 17 ქულა მიითვალა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც ბურთი 9-ჯერ მოხსნა.
ამ გამარჯვებით იმერლებმა 31 ქულა დააგროვეს და „დინამოს“ ქულებით გაუთანაბრდნენ.
შემდეგ ტურში „დინამოს“ კვლავ გასვლა ელის – ირაკლი ხოშტარიას გუნდი „ბათუმს“ ეწვევა, „ქუთაისი“ კი „მგზავრებს“ მიიღებს.
„ქუთაისი“ – „დინამო“ 82:78 (19:16, 25:17, 13:28, 25:17)
ტური ხვალ, თბილისის „სპორტის ახალ სასახლეში“ გაგრძელდება – 14:00 საათზე „ოლიმპი“ – „რუსთავის“ მატჩის დაწყება იგეგმება, რის შემდეგაც ერთმანეთს „მგზავრები“ და „აკადემია“ შეხვდებიან. ტური სამშაბათს, ბათუმში, „ბათუმისა“ და „სოხუმის“ მატჩით დასრულდება.