ქუთაისმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა
“არმიასა” და “ქუთაისს” შორის სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა ქუთაისელების გამაჯრვებით დასრულდა. დღევანდელი მატჩში გუშინდელის მსგასვად დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრას უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა სწორედ აღნიშნული ინციდენტი გახდა მატჩის გადამწყვეტი მომენტი.
შეხვედრა “არმიელთა” უპირატესობით დაიწყო. პირველ ნახევარში შედეგიანი თამაშით გამოირჩეოდა ლაშა ფარღალავა. ქუთაისელები მეტოქეს სოლიდური უპირატესობის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ. შედეგიანად თამაშობდნენ ცეკვავა და ზაურ ფაშაევი. აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა სამი 3-ქულიანის ჩაგდება შესძლო.
სწორედ ფაშაევი გახდა მეორე ნახევარში მომხდარი ინციდენტის მთავარი გმირი. თუმცა, მანამდე “არმიელებმა” შეხვედრაში მათთვის ყველაზე დიდი, 12-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს. ამ დროს ერთ-ერთი ეპიზოდში ფაშაევი მაკა კუპატაძისგან ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვდა. სავარაუდოდ, ქუთაისელთა უკანახაზელმა თავისი აღშფოთება ზედმეტად ემოციურად გამოხატა და არბიტრის გადაწყვეტილებით ფაშაევი მოედნიდან გააძევეს.
აღნიშნულმა ფაქტი “ქუთაისის” ხელმძღვანელობამ გააპროტესტა. მწვრთნელებმა გუნდის მოედნიდან გაყვნა განიძრახეს, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვლაეს და მოთამაშეებიც მოედანს დაუბრუნდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა ქუთაისელებს სწორად მოქცეულან.
ბარბაქაძემ, დვალიშვილმა და ცეკვავამ მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. მნიშნველოვანი იყო დიდიას დროული და საჭირო ქულები. “არმია” საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა. ტუღუშის გუნდს არანაირი კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდა.
საბოლოო ჯამში “ქუთაისმა” “არმია” 80-66 დაამარცხა და მოედნის უპირატესობა წაართვა. ქუთაისში მატჩები 13 და 14 მაისს გაიმართება.
მატჩის სტატისტიკური მონაცემები
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ, ორი თამაშის მომსწრე გავხდით – ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ, ერთი ძალიან კარგი და მეორე პირიქით, ძალიან ცუდი. ამიტომ თამაშის ანალიზს ვერ გავაკეთებ. ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ამ ინციდენტმა დიდი გავლენა მოახდინა მატჩზე. თამაშის წინ ჩვენ წავიკითხეთ მიმართვა ღირსეული და სამართლიანი თამაშის ნორმების შესახებ, სამწუხაროდ, მეტოქემ დღეს ყველა ეს ნორმა დაარღვია. ნამდვილად არ მინდა ,,ქუთაისს’’ ვაწყენინო, გამოვხატავ ამ გუნდის მიმართ ჩემს პატივისცემას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ასეთი საქციელი არ მახსოვს. არ გავურბივარ არც ჩემს პასუხისმგებლობას, ამ ინციდენტის შემდეგ ვერ მოვახერხე გუნდის დალაგება და მობილიზება. იმედს ვიტოვებ, ქუთაისსში მსგავს პრეცედენტებს ადგილი არ ექნება, დაე მოიგოს უძლიერესმა. კარგი იქნება, გავაკეთოთ მსაჯობის შესახებ ჩანაწერები, რომლებიც განხილული იქნება, რადგან ასეთი შემთხვევებისგან არც ერთი გუნდია არაა დაზღვეული.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ნამდვილად ყოველთვის არის შემართება იმისა, რომ თამაში სამართლიანად ჩატარდეს და გამარჯვებული მოედნიდან ღირსეულად გავიდეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შევწვიტეთ და შემდეგ გავაგრძელეთ თამაში. როდესაც მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება მოთამაშის დისკვალიფიკაციისა, მოვითხოვეთ ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილების განმარტება. თუმცა არც კომისარმა და არც მსაჯმა სიტუაცია არ აგვიხსნა. რთულია მოითმინო, როცა ერთ-ერთ ლიდერ მოთამაშეს ასე აგდებენ. ვფიქრობთ, რომ თამაში უნდა გაჩერებულიყო რამდენიმე წუთით, უნდა ახსნილიყო თუ რატომ მიიღო მსაჯმა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება. მოედანზე დაუბრუნებლობის შემთხვევაში კი გამოვეთიშებოდით ასპარეზობას, ამიტომ გადავწყვიტეთ თამაშის გაგრძელება და ჩვენი შესაძლებლობების დამტკიცება.