„ქუთაისმა“ „სოხუმს“ ერთი ქულით აჯობა
საქართველოს საკალთბურთო სუპერლიგის 25-ე ტური ქუთაისში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „სოხუმს“ უმასპინძლა და ერთი ქულით – 68:67 დაამარცხა.
პირველი ორი მეოთხედის შემდეგ სტუმრები ანგარიშით 28:26 იგებდნენ. მესამე ათწუთიან პერიოდში ტუღუშის გუნდმა სოხუმელები უშანსოდ დატოვა და მეოთხედი 21 ქულით მოიგო (26:5). ბოლო მეოთხედში კვარაცხელიას გუნდს ანგარიშის გასათანაბრებლად მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა.
„ქუთაისის“ რიგებიდან 15-15 ქულა ზაურ ფაშაევმა და ივან მიკულიჩმა მიითვალეს. მათზე ქულით ნაკლები გოგა ცეკვავამ დააგროვა. „სოხუმის“ მთავარი შემსრულებელი 20 ქულით ფილიპ მილერი აღმოჩნდა.
ამ გამარჯვებით „ქუთაისმა“ 41 ქულა დააგროვა, „ბათუმს“ ქულით გაუსწრო და ხვალამდე პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
„ქუთაისი“ – „სოხუმი“ 68:67 (15:19, 11:17, 26:5, 16:26)
რეგულარული ჩემპიონატის 25-ე ტური ხვალ გაგრძელდება. თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ 14:00 საათზე ერთანეთს „მგზავრები“ და „ოლიმპი“ შეხვდებიან, რის შემდეგაც 16:00 საათზე „დინამოსა“ და „აკადემიას“ შეხვედრაა დაგეგმილი. ბოლო მატჩი 18:00 საათზე რუსთავში დაიწყება, სადაც ადგილობრივი გუნდი „ბათუმს“ უმასპინძებს.