რას წერენ უცხოელები საქართველოს ნაკრების ისრაელთან გამარჯვების შემდეგ
5 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მასპინძელი ისრაელი 104:91 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი დაიტოვა. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა, გამარჯვებული კი ოვერტაიმში გამოვლინდა. საქართველოს ნაკრების თამაშს ბევრი უცხოელი სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა.
“დღეიდან საქართველო მიყვარს. როგორი შესანიშნავი თამაში იყო!”
Io amo la Georgia. Da stasera. Che gran bella partita! E che culo..#EuroBasket2017 #Isrgeo
— Manuela Brigante (@BriManuela) September 5, 2017
“საქართველომ ისრაელს ოვერტაიმში მშიდად 15:2 მოუგო. ვაუ!”
Georgia rulla av en meget rolig 2-15 over Israel i overtida. Wow
— MagnusBarstad (@MagnusBarstad) September 5, 2017
“შენგელიას 25 ქულა და 19 მოხსნა. არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი, ის NBA-ს მოთამაშეა.”
He Rick Vaughn'd me, 25 & 19 for Toko Shengelia and that's just the boxscore. He's an NBA player, I don't care what people think.@kevo408
— Michael Valentine (@Kirwan421) September 5, 2017
“შენგელია საქართველოს ნაკრების 75 პროცენტია.”
Shengelia puede ser ahora mismo el 75% de la selección Georgiana. Igual incluso me quedo corto
— pivis (@pablocarranza23) September 5, 2017
“ისრაელის ეროვნული ნაკრებების მორიგი მარცხი (იტალიასთან ფეხბურთში, საქართველოსთან კალათბურთში).”
Another evening of defeats for Israel's national teams (to Italy in soccer and to Georgia in Basketball). Oyi!
— Ori Nir (@OriNir_APN) September 5, 2017