რატომ მონაწილეობს „ვითა“ ვითიბი ლიგაში?
მოგეხსენებათ, ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის მიმდინარე სეზონში ასპარეზობა თბილისის „ვითამ“ დაიწყო. სამწუხროდ, კლუბმა გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართლა. „ვითაში“ უამრავი პრობლემა აღმოჩნდა, მათ შორის მოთამაშეთა ხელფასების დაგვიანება. ამ პერიოდში კლუბი რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა დატოვა, თუმცა იყო შევსებაც. 2015 წლის მიწურულს „ვითას“ მთავარი მწვრთნელიც შეიცვალა, ასევე კლუბმა გამოცდილი ამერიკელი ლეგიონერები დაიმატა. რეგულარული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ თბილისელებმა 15 მატჩდან ყველა წააგეს. ამასთან დაკავშირებით კლუბმა თავის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გევრდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რატომ მონაწილეობს ჩვენი კლუბი ვითიბი ლიგაზე?
ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია 2015 წლის მაისის მერე, როგორც კი ჩვენი კლუბის სახელი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გაჟღერდა დიდ ევროპულ კალათბურთში.
ჩვენი კლუბის სახელით გულშემატკივარს გვინდა ბოდიში მოვუხადოთ რომ აქამდე ნაკლები დრო გვქონდა როგორც გულშემატკივართან ურთიერთობისთვის, ასევე ვითიბი ლიგასთან და “ვითასთან” დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ. თუმცა დღეს უკვე დამთავრდა პირველი წრე და ალბათ უკვე დროა ვისაუბროთ ყველაფერზე რაც აქამდე გადაგვხვდა თავს.
ქართული კლუბის მონაწილეობის იდეა პრესტიჟულ ევროტურნირებზე ვის არ უნატრია? მოდით მიმოვიხილოთ თუ რა ვარიანტები გვქონდა ან გვაქვს.
ULEB – Union of European Leagues of Basketball
ევროპული საკალათბურთო ლიგების გაერთიანება რომელიც კატალონიური პროექტია. ვგულისხმობ ინიციატივას, ხელმძღვანელობას და გავლენებს. ორგანიზაცია რომლის სათაო ოფისი ბარსელონაში მდებარეობს და ითვლება კერძო ინიციატივად.
Turkish Airlines Euroleague – euroleague.net
ULEB-ის მიერ ორგანიზებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი სადაც მონაწილეობს კონტინენტის 24 საუკეთესო კლუბი მაგ. Real Madrid, FCB, CSKA Moscow, Maccabi Tel Aviv, Bayern Munich, Panathinaikos, Fenerbahce, Olympiacos და ა.შ. ალბათ ადვილი მისახვედრია რომ თავის დროზე ULEB-ის მთავარი კოზირი FC Barcelona-ს მონაწილეობა იყო ევროლიგაზე, რომლის ირგვლივაც კატალონიელებმა განიმტკიცეს საკუთარი პოზიციები ევროპულ საკალათბურთო პოლიტიკაში.
Eurocup – eurocupbasketball.com
ევროქაფი ULEB-ის მეორე დონის პროექტია სადაც ტოპ კლუბები რეალურად ევროლიგის დონის არიან. ევროქაფზე ამ სეზონში 36 კლუბი მონაწილეობს სადაც 6 ქვეჯგუფშია გადანაწილებული 6-6 გუნდი.
ქვეჯგუფში თითოეულ კლუბს შესაბამისად 10 თამაში უწევს, 5 შინ და 5-იც გასვლაზე. თუ ქვეჯგუფიდან გასვლას ვერ მოახერხებ, ამ ხუთიოდე საშინაო შეხვედრაში მორჩება ყველაფერი შენი გულშემატკივრისთვის. არც ის არის ფაქტი რომ რომელიმე გრანდი შეგხვდეს ქვეჯგუფში, ან შედარებით ცნობილი კლუბი მაინც სულ მცირე ინტერესი რომ გაუჩნდეს მაყურებელს, ხოლო გულშემატკივარს უფრო რომ გაუღვივოს აზარტი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ევროქაფის მხოლოდ ერთადერთი ანუ ჩემპიონი კლუბი ხდება ევროლიგის საგზურის მომპოვებელი.
FIBA Europe
ფიბას ზონა რომელიც ატარებს ევროპის ჩემპიონატს ქვეყნებს შორის (Eurobasket) და არა მარტო, თუმცა ვინაიდან კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ევროლიგა ULEB-ის ხელშია, საკლუბო დონეზე ფიბა ევროპას ორგანიზებისთვის რჩება ყველაზე წარუმატებელი და დაბალი დონის FIBA EuropeCup.
FIBA EuropeCup – fibaeurope.com/fibaeuropecup
მრავალჯერ სცადა ფიბა ევროპამ ამ ლიგის რებრენდინგი და განახლება, თუმცა დონე ისევ იგივე რჩება, სახელები კი წარმატებით იცვლება:
2003-2005 FIBA Europe League
2005-2008 FIBA EuroCup
2008-2014 EuroChallange
2015- FIBA EuropeCup
ყველაზე უახლოესმა მცდელობამ ამ სეზონში აიღო სტარტი როცა EuroChallange-ს სახელი გადაარქვეს და დაარქვეს FIBA EuropeCup სადაც 56 კლუბი მონაწილეობს გეოგრაფიული მასშტაბებით ყაზახეთიდან ირლანდიამდე, ან თუნდაც ისრაელიდან პორტუგალიამდე.
არსებობს ისეთი შემთხვევებიც, სადაც საკმაოდ მაღალი დონის კლუბები რომელიც თავისი ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო შედეგის მიხედვით ევროლიგის ან ევროქაფის საგზურს მიღმა რჩება ხოლო განაცხადს სწორედ ამ ლიგაზე აკეთებს და ავტომატურად ინაღდებს ფავორიტობასაც.
ამ ევროპის ყველაზე დაბალი კლასის ლიგაზე გამოსვლა მუდამ იყო ქართული კლუბების მცდელობის საგანი. გავიხსენოთ უახლოესი 10 წლიანი წარსული…
თავდაპირველად რუსთავის “ენერჯი ინვესტი” იყო 2007, 2008 წლებში რომელმაც საკვალიფიკაციო ვერც ერთხელ ვერ გადალახა.
30.10.2007 რუსთავი 77:87 ამსტერდამი
06.11.2007 ამსტერდამი 101:63 რუსთავი
ვერ უშველა “რუსთავის” გუნდს ამსტერდამის წინააღმდეგ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოყვანილმა ლეგიონერებმა: იოვან სტეფანოვმა, ანვარ ფერგიუსონმა და ბელტონ რივერსმა. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ეს იმიტომ რომ თანხები დაზოგილიყო.
14.10.2008 რუსთავი 81:110 სუმიხიმპრომი
21.10.2008 სუმიხიმპრომი 90:79 რუსთავი
ვერც შემდეგ წელს ვერ უშველა “რუსთავს” ასევე თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოყვანილმა ლეგიონერებმა ნიკოლა რადოიჩიჩმა, ბოიან ვუკადინოვიჩმა და პოლ მაკფერსონმა. ამჯერადაც თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე რა საკვირველია კვლავაც თანხების დასაზოგად.
შემდგომ საკვალიფიკაციოზე უკვე 3 წლის თავზე 2011 წელს “სოხუმი” იყო ძალიან ახლოს მიზანთან შინ დამაჯერებელი მოგებით, თუმცა… ყველას გვახსოვს.
04.10.2011 სოხუმი 94:78 მინსკი
11.10.2011 მინსკი 97:63 სოხუმი
პიერ პირსი, ფრენკ რობინსონი, მარკ სალიერსი და გრეგ სტიემსმა ჩინებულ ფორმაში იყვნენ და “მინსკიც” დამაჯერებლად 16 ქულით დაამარცხეს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო რასაც აღარ გავიხსენებთ იმიტომ რომ მოგვიანებით ისედაც ყველამ ყველაფერი გაიგო, გასვლითი მატჩი “სოხუმმა” მწარედ წააგო და დაემშვიდობა კიდეც ამ კიდევ ერთ ქართულ მცდელობას.
2011 წელსვე მოხდა უპრეცედენტო ფაქტი ქართულ კალათბურთში. “არმია” ევროჩელენჯის რეგულარულ სეზონში გავიდა. პირველად მოგვეცა შანსი ქართული კლუბისთვის შეგვერჩია ნამდვილი ვარსკვლავები: ჯერემი რიჩარდსონი, სანდიატა გეინსი, უილ ტომასი, გილერმო დიაზი, ბენ ვუდსაიდი, იოაკიმ შელბომი, მეტ ფრიჯი და კლიფ ჰოუკინსი. ქვეჯგუფში 3 მოგების და 2 წაგების შემდეგ შედგა ისტორიული მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში თურქულ “ბეშიქთაშთან”. ეს უკანასკნელი ამ დაბალი დონის ტურნირზე ანუ ევროჩელენჯზე იმიტომ გამოვიდა რომ მოეგო და მოიგო კიდეც იმ წელს, “არმია” კი 1 ქულით დაამარცხა თბილისში დევიდ ჰოუკინსის წყალობით.
ანუ 2011 წელს ეს დიდი “საკალათბურთო ბედნიერება” რასაც “არმიის” ევროჩელენჯის რეგულარულ სეზონში გასვლა ერქვა სულ რაღაც 3 საშინაო მატჩით შემოიფარგლა დაახლოებით 2,500,000 აშშ დოლარიც დაუჯდა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“. ანუ ქართველი გულშემატკივრისთვის და ისიც დავალებით ყვითელი ავტობუსებით მოყვანილი სამხედროებისთვის თითო საშინაო შეხვედრა ევროპის დაბალი კლასის ლიგაზე დაახლოებით 830,000$ დაუჯდა ქვეყნის ბიუჯეტს?!
ბოლო გაფართხალებაც “არმიის” შემდეგი რეგულარული სეზონი იყო 2012 წლის ევროჩელენჯის. ამჯერად მარკუს ფეისონი, კურტის მილიჯი, ლემეინ ვილსონი და იოაკიმ შელბომი იყო ქართული კლუბის დამრტყმელი ძალა. “არმიამ” ქვეჯგუფში 6-დან 6-ვე მატჩი წააგო და ევროპული კალათბურთის კარი გაიჯახუნა. რაღა თქმა უნდა ეს იმ გაქანების “არმია” აღარ იყო რაც წინა წელს – 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები დაემთხვა უბრალოდ.
ესეც ჩვენი ქართული საკალათბურთო კლუბების ევროპის ყველაზე დაბალი დონის ჩემპიონატში გამოსვლის მცდელობები.
სანამ ჩვენი კლუბისა და ვითიბი ლიგის თემაზე გადავიდოდეთ, აქ ცოტათი შევისვენოთ და ვისაც არ უნახავს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ვითიბი ლიგის 2015-16 საკალათბურთო სეზონში სპეციალური გადაცემა “TIME OUT”-ის 5-დან 2 რეპორტაჟს:
https://www.youtube.com/watch?v=y6Pj3H1jtn0
https://www.youtube.com/watch?v=DjPfNvBuv50
P.S. მოგვიანებით ჩვენ მიმოვიხილავთ როგორც ქრონოლოგიურად ასევე ცალკ-ცალკე სხვადასხვა დეტალებს თუ როგორ დაიწყო ჩვენი კლუბის აღდგენა, რა სირთულეებთან მოგვიხდა გამკლავება და როგორ მოვედით დღემდე. ვისაუბრებთ წარსულზეც და რაღა თქმა უნდა მომავალზეც. გულშემატკივრებს შეგიძლიათ მოგვმართოთ კითხვებით როგორც INBOX-ში ასევე კომენტარებში. მაქსიმალურად შევეცდებით დროულად და ამომწურავად გიპასუხოთ.